დავით დარჩიაშვილი: "იმედის" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს"
17:35 17.10.2012
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედის" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა "პირWელს" "იმედის" პატარკაციშვილებისთვის დაბრუნების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.
"ნამდვილად არ მივიჩნევ საჭიროდ, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები ამაზე უნდა აკეთონ. ეს იყო კერძო სამართლის დავა. თუ თავის დროზე რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული, ეს ისევ სასამართლომ უნდა დაადგინოს და ერთმანეთში გაარკვიონ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია "იმედის" დარბევის ფაქტს, დარჩიაშვილის თქმით, "მაშინ დღის წესრიგში ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იდგა და მყისიერი მოქმედება იყო საჭირო".
"სერიოზული ბრალდებაა, თითქოს პატარკაციშვილებს ტელეკომპანია წინა ხელისუფლებამ წაართვა და ამ ბრალდებას დამტკიცება სჭირდება. საკითხავია, ვინ ვის წაართვა და ვის რა ადგილი ჰქონდა ტელევიზიაში", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "იმედის" პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაბარების პროცესი დღეს დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ კი ტელეკომპანია განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გადაბარების დასრულებამდე არხი საინფორმაციო მაუწყებლობას წყვეტს.
http://www.pirweli.com.ge/?menuid=8&id=18197ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ ნაცმაცუნებს გამოცხადებული აქვთ კონკურსი "ეპოქის ნომერ პირველი უტიფარი"-ს ნომინაციაზე. ეს კაცი აშკარად ფავორიტები ნომინანტებს შორის, თუმცა ნომინანტები ბევრია