მე რა გამკვირვებია იცით თქვენი?
ყველანი აქ ვინც სხედხართ, ხართ დაქირავებული მუშაკები არა?
მერე და თქვენ რაღაც გარანტიები არ გჭირდებათ ცხოვრებაში?
მუდმივი კონტრაქტი მაგალითად, სულ დროებითზე ხომ არ უნდ აიყო ადამიანი?
რომ არ იცი როდის რა მოეპრიანება შენს უფროსს და გამოგაგდებს სამსახურიდან, მემგონია არაა სასიამოვნო, მითუმეტეს როცა ოჯახი გყავს
ეკონომიკას შეაფერხებსო რომ ამბობთ , მე კიდე მგონია რომ პირიქით განავითარებს
ჯერ ერთი ადამიანის დაქირავება , ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ეს დამქირავებელმა უნდა გააცნობიეროს
უნდა დაიქირაოს ზუსტად იმდენი მუშახელი, რამდენიც სჭირდება, და რა ისე როგორც დღესაა, მიიღე , მერე გააგდე და ხლფასი არ გადაუხადო...
ანუ ბიზნესი დაიგეგმება სწორად
ადამიანს დაედება ფასი, და იქ სადაც ადამიანი შეიძლება ჩაანაცვლოს მანქანამ , იქ მოხდება ჩანაცვლება
მარტივი მაგალითი
ბანკებში (ძალიან განვითარებული რომ გვგონია) გადარიცხვაზე უნდა ელოდო, აპარატი არ არსებობს
არ არსებობს აპარატი, რომელიც ამოგიბეჭდავს ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებს ანგარიშზე
აამას ყველაფერს აკეთებს ბანკის თანამშრომელი, იმიტომ რომ მისი დაქირავება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აპარატის ყიდვა
ეხლა მთავარი, რაც შეეხება თანამშრომლების მოტივაციას
რა ხშირად ყოფილა, რომ ადამიანს აქვს იდეა, ინოვაცია და განყოფილების უფროსს ვერ ახტება, იმიტომ რომ მას შეუძლია გაგაგდოს სამსახურიდან როგორც კონკურენტი, პროფესიონალებს შორის კუნკურენციის იოლი გადაწყვეტა იყო ყოველთვის, ზემდგომის მხრიდან დაქირავებულის მოშორება, სამსახურიდან გაგდება
იმიტომ რომ, არაა ვალდებული დაასაბუთოს, მიზეზი დაასახელოს
შესაბამისად სამსახურში ყალიბდება მმართველობის ვერტიკალი, და იდეები ქვემოდან ზემოთ აღარ მიდის, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის
რასაც თქვენ აქ ბიზნესს ეძახით, ასეთი ბიზნესის ქონას არქონა სჯობია
ბიზნესი რომელიც ერთუჯრედიან ისპალნიტელებზეა გათვლილი და იდეურად ვერ ვითარდება ჯობია დაიხუროს
და მესამე ძირითადი მიზეზი
ქვეყანას, რომელსაც ბიზნესის წარმოებისათვის აქვს უდიდესი რისკები
როგორიცაა არასტაბილური გეოპოლიტიკური გარემო, კონფლიქტი რუსეთტან, ენერგო რესურსების არასტაბილურობა, ინფრასტრუქტურის არასტაბილურობა
ამას თუ ემატება სოციალური უკმაყოფილების მზარდი მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება კატასტროფად შემობრუნდეს ქვეყნისათვის და მითუმეტეს ნებისმიერი ფირმისათვის, როგორ გგონიათ გადაწონის ინვესტორისათვის მუშახელის განკარგვის აბსოლუტურ უფელბას?
მე ვფიქრობ რომ არა, იმიტომ რომ მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა ევროპის ეკონომიკაშI, მაინც ყველაზე სტაბილურ ეკონომიკად ითვლება, პროცენტულად შემოსავალი ყველაზე დაბალია იქ, მაგრამ მაინც ყველა ცდილობს ფულის ევროპაში ინვესტირებას, რადგანაც სტაბილურობის განცდაა დიდი
როდესაც ადამიანი, დაქირავებული მუსა ხელი თავს სტაბილურად გრძნობს, ფირმა უფრო დინამიურად განვითარდება, ვიდრე ყველა თუ ლაფარტკაზე გიზის
ასე რომ დაქირავებულებო, ყველაფერს შეხედეთ ქტვენი პოზიციიდან და არა მმართველის პოზიციიდან
მმართველს იმდენ ფულს უხდიან, რომ დაფიქრდეს, იაზროვნოს, და გამოთვალოს ზუსტად რამდენი მუდმივი თანამშრომელი სჭირდება მის ბიზნესს
ბიზნესი ადამიანების გამათხოვრების ხარჯზე არ უნდა ვითარდებოდეს, ბიზნესს თუ არ შეუძლია თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის ტვირთვა, ეგ რაღა ბიზნესია
ეგ თამაშია და ყაჩაღობა დღისით მზისით
ასე რომ მორჩით ვიშვისს და ნუ გაატრაკეთ ერთი
რომელი მილიონერები თქვენ მყევხართ აქა დავაიწე რა
ვისაც არ მოგწონთ აგერაა დუბაი და ეგერაა სინგაპური, იმის იქეთ წასულხართ, ბენდუქიძე არ დაგრჩეთ კიდე, თან წაიღეთ

))))