http://globalnews.com.ge/?l=G&m=5&ID=9973ეს ადამიანები გაითამაშებენ ლიცენზიებს, თუკი მთავრობა გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას
--------------------
სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი მთავრობა მიიღებს
ქართველი სპორსმენები ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან, თუკი საქართველო გადაწყვეტს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს. სოჭის ოლიმპიადისთვის ლიცენზიების მოპოვება ქართველ სპოტსმენებს უკვე დეკემბრიდან შეეძლებათ. როგორც ვანკუვერის ოლიმპიადაზე, ამჯერადაც, საქართველოდან ლიცენზიის მსურველთა სიმრავლე არ შეიმჩნევა.
თუ კი საქართველო ოფიციალურად გადაწყვეტს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას სპორტსმენენი შემდეგ სახეობებში მოსინჯავენ ბედს.
ფიგურული სრიალი - ამ სახეობაში ბედს ელენე გედევანიშვილი მოსინჯავს, რომელიც კანადაში იმყოფება და იქ განაგრძობს მზადებას. გარდა გედევანიშვილისა, საქართველოს სახელით ლიცენზიის მოსაპოვებლად ფიგურულ სრიალში სავარაუდოდ წყვილიც მიიღებს მონაწილეობას. ვანკუვერში გამართულ ოლიმპიადაზე ოთარ ჯაფარიძემ წყვილში ყინულზე ამერიკელ მოციგურავესთან ერთად ისრიალა.
სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუს მოციგურავესთან და თუ კი ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, ჯაფარიძე რუს სპორტსმენთან ერთად იბრძოლებს ლიცენზიისთვის.
კანადაში ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც გათამაშდება ლიცენზიები, სწორედ აქ მიღებენ ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას და საუკეთესო 19-ეულში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი სოჭის ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებენ. სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ტურნირები უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დაიწყება, სადაც გათამაშდება ლიცენზიები.
მეორე სპორტის სახეობა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ლიცენზიის აღებას შეეცდება ციგაა. ლევან გურეშიძემ მონაწილეობა ვანკუვერში გამართულ ოლიმპიადაშიც მიიღო. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადა ტრაგედიით დასრულდა. ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაშვებისას დაიღუპა და ამ სახეობაში გურეშიძის გამოსვლა ბოლომდე გადაწყვეტილი ახლაც არ არის.
როგორც სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ამ სახეობაში ასაკით პატარა ბავშვები ვარჯიშობენ და მათ წლოვანება ხელს არ უწყობთ, ამიტომ სიახლე ლიცენზიის მიღების მსურველებთან დაკავშირებით ამ სახეობაში არ არის.
მესამე სახეობა სათხილამურო სპორტია, სადაც ლიცენზიებისთვის ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი და ჯაბა გელაშვილი იბრძოლებენ. მათ კიდევ რამდენიმე სპორტსმენი შეიძლება დაემატოს. საბოლოო ჯამში, ვანკუვერის მსგავსად, სადაც საქართველო 8 ლიცენზიით იყო წარმოდგენილი, ისევ ამ რაოდენობით შეიძლება ივარაუდოს ლიცენზიების მოპოვება.
მოთხილამურეები ლიცენზიებს 2013 წლის მარტში გაითამაშებენ.
სპორტის სამინისტროში გადაბარების პროცესი არ დასრულებულა, ოლიმპიურ კომიტეტშიც არჩევნები დეკემბერში გაიმართება, ლევან ყიფიანი კი სპორტის სამინისტროს მომდევნო კვირაში ჩაუდგება სათავეში.