ქუთაისის პარლამენტში შიდა ვინტილაციის მოწესრიგებისას გაზმა გაჟონა
17:39 18.10.2012
ქუთაისის პარლამენტში შიდა ვინტილაციის მოწესრიგებისას გაზმა გაჟონა.
როგორც "პირWელს" პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გაზის სუნმა თანამშრომლებში მცირე პანიკა გამოიწვია, თუმცა ამჟამად, ყველა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
"როგორც მუშებმა და მშენებლებმა განგვიმარტეს, სახურავზე შიდა ვინტილაციის მოწესრიგებისას, ვინტილაციამ გაზის სუნი დაატრიალა, რამაც შენობაში გაზის გაჟონვის შიში შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი მოგვარებულია" - განაცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
თელარა გელანტია
http://www.pirweli.com.ge/?menuid=8&id=18284