როგორც ყველამ იცით ჩემი კრედოა არა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, არამედ სიტყვა-სიტყვით საქართველოს 1921 წლისკონსტიტუციით მოწყობილი საპარლამენტო რესპუბლიკა. ქალბატონმა სალომე ზურაბაშვილმაც თქვა მე მოელოდი რომ 1989 წლის შემდეგ საქართველოში ავტომატურად ამუშავდებოდა 1921 წლის კონსტიტუცია და ამას რომ ხელი შეეშალა, ამიტომ მოექცა საქართველო იზოლაციაშიო.
მე ჩემის მხრიდან დავაზუსტებ, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის უარყიფით საქართველო მარტო იზოლაციაში კი არ მოექცა, არამედ მან ამთ რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობაზეც თქვა უარი. ამიტომ დატრიალდა ქართველი ერის ბედის ბორბალი ისევ უკუღმა. ამიტომ არის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ერთი მხოლოდ ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსთა ახალი და ახალი თაობები რომ წარმოიშობიან. ამ პროცესის წაღმა შემობრუნების გარეშე მაშინ როცა მსოფლიო წინ მიდის ქართულ სახელმწიფოებრიობას პირიქით მოელის მხოლოდ კვდომა, კვდომა და კვდომა. სწორედ ამ პროცესის წაღმა შემობრუნების აუცილობლებამ გადამაწყვეტინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
წინა გამოკითხვაში მე დავამარცხე 9 კანდიდატი.
საპრეზიდენტო არჩევნებამდის 1 წელი რჩება? და რამე თუ ამ 9 კანდიდატინ ერთი ირაკლი ალასანია ფეხდაფეხ მომყვევბოდა ზოგი იუზერი მოითხოვდა რომ გამოკითხვის მეორე ტური ჩემსა და ალასანიას შორის ჩატარებულიყო. მე ასეც ვაპირებდი, მაგრამ დავუფიქრდი იმას, რომ დანარჩენი 9 კანდიდატან გარდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა უარყოფენ რა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას წარმოადგენენ არა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს არამედ ქართული დამოუკიდელი სახელმწიფოებრიობის ბრმა ან შეგნებულ მტრებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ სანამ ისინი თავიანთ პოლიტიკურ ორიენტაციას არ შეიცვლიან და ეროვნულ რელსებზე არ გადმოვლენ, საქართველოს პოლიტიკურ საჭესთან მათი მიშვება ყოვლად დაუშვებელია. უკვე დროა რომ ეს მათაც და ფორუმის უზერებმაც გაიაზრონ.
მე ქალბატონ სალომე ზურაბაშვილს არასოდეს არ შევხვედრივარ. მას არ ვიცნობ. მასთან მხოლოდ ძალიან მოკლე მიწერ-მოწერა მქონდა. თუმცა ესეც საკმარისი იმისთვის რომ დამესკვნა ჯერ-ჯერობით ჩემს გარდა ოდესმე მხოლოდ ქალბატონი სალომე მდგარა ეროვნულ პოზიციებზე. ეს ალბათ განაპირობა იმან, რომ მას არა აქვს საბჭოთა პოლიტიკური მენტალიტეტი. დანარცენები კი ნებსით თუ უნებლიედ თავიდანვე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობისადმი მტრულ პოზიციებზე იდგნენ და დღემდე დგანან. ამიტომ ასეთ კანდიდატებთამ მე ვერ შევძლებ კონსტრუქციული საარჩევნო კამპანიის წარმოებას. მე იძულებული ვიქნები ისინი ვამხილო როგორც სამშობლოს მოღალატენი და რაც მთავარია ამას ყველგან ძალიან ადვილად დავამტკიცებ. ეს არის არა პიროვნების რაობის არამედ მათი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.
როდესაც ყუფილი ბოლშევიკი ედუარდ შევარდნაძე მოდიოდა უკვე დამოუკიდებლ სახელმწიფოდ გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებაში მას ბევრი აყვერებდა კომუნისტურ წარსულს, ოღონდ მთავარი იყო არა მისი წარსული, არამედ ის, რომ იგი აშკარად ანტიეროვნული სახელმწიფო პოლიტიკური გეგმებით მოდიოდა. ოღონდ ის რაც ჩემთვის როგორც პროფესიონალიათვის დღესავით ნათელი იყო ხალხს ვერაგულად ეროვნულად შეუფუთეს. ეს შეეხებოდა არა მარტო ედუარდ შევარნაძეს არამედ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ფიგურას რომელმაც კი 1990 წლის შემდეგ დღემდე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურად ფეხი შემოადგა. მე ამას ხელს ვერ შევუწყობ. მე ყოველთვის შავს შავს დავუძახებ და თეთრს თეთრს.
თუ ქართულ პოლიტიკაში არ მოხდა 180 გრადუსით შემობრუნება, ქართულ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ აქვს. თუ ეს შემობრუნება არ მოხდა, მაშინ ყველას ურჩევ ცნონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ უარი თქვან საქართველოს ყალბ დამოუკიდებლობაზე და საქართველო ავტონომიის სახით შეუერთონ აზერბაიჯანს. ამას ვამბობ იმიტომ რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ არადამოუკიდებელი სახელმწიფო წარმონაქმნის მართვისთვის არის ვარგისი და ეს იქნებოდა ქართველი ერის შედარებთ ყველაზე უმტკივნეულო დაცემა. პენსიონერებს გაუორმაგდებოდათ პენსია, იქნებოდა უფრო იაფი ბენზინი და ხალხს უკვე თავს არ მოაბეზრებდნენ არაფრის მაქნისი მაგრამ გაბღენძილი ამბიციური ქართველი პოლიტიკოსები.
არ გინდათ ზემოთქმული? გინდათ თქვენი გმირი წინაპრების ზღვა სისხლით მორწყული სამშობლო იყოს ამაყი და თავისუფალი? თუ ეს გინდათ, მაშინ ნება იბოძეთ გაატარეთ ქართული პოლიტიკა და მხარი დაუჭირეთ ქართული პოლიტიკის გატარებას. მე უკომპრომისო ქართული პოლიტიკის გასატარებლად მოვდივარ და ამ გამოკითხვაში ჩემს საწინააღმდეგოდ ირაკლი ალასანიას ნაცვლად ვაყენებ ქალბატონ სალომე ზურაბაშვილს. ამას ნურავინ ისე ნუ გაიგებს რომ თითქოს მე თავი ავარიდე უფრო ძლიერ ალასანიასთან ჭიდილს და უფრო სუსტი კონკურენტი ზურაბაშვილი ვარჩიე. ნურას უკაცრავად ქალბატონი სალომე სულაც არ არის სუსტი კანდიდატი. აი რაც შეეხება ირაკლი ალასანიას იმ პოლიტიკური პლატფორმით რასაც იგი ამჟამად წარმოადგენს თუ შევხვდი დებატებში და საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც მოწინააღმდეგს, ვფიცავ რომ ტოტალურად გავანადგურებ.
მე იმ უბრალო მიზეზის გამო რომ კარგად არ ვიცნობ ვერც ქალბატონ სალომეზე დავდებ თავს, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენი პაექრობა უკვე იქნებოდა კონსტრუქციული. ვფიქრობ რომ თუ არჩევნებს მომიგებს, მე ხელს ჩამოვართმევ და შემდეგ გვერდში დავუდგები და იგივეს მოველი მისგანაც.
მაშ ასე იწყება ახალი გამოკითხვა და ყველას მოგიწოდებთ იყოთ კონსტრუქციულნი. ფორუმი ისეთი რამ არის, რომ აქ ღლინცაობას მე ვერავის დავუშლი, მაგრამ მაინც...
ამ პოლის მთავარი მიზანია არა ის თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის რომ პოლიტიკა იყოს ქართული.
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili