ვაჟა მთავრიშვილი საქართველოს პრეზიდენტადქართული ავიამზიდის ფასკუნჯი ტრ 24 გლობალ ოპერატორის მოკლე აღწერა და ტექნიკური მონაცემები.
FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR
--------------------------------------------------
ძრავები:
24 ცალი 15 000 KW სიმძლავრის ტურბორეაქტიული ძრავა საერთო სიმძლავრე
360 000 KW
2 ცალი 3 000 KW სიმძლავრის ტურბოდიზელის ძრავა საერთო სიმძლავრე 6 000 KW
--------------------------------------------------------
სიგრძე 72 მეტრი
წყალწყვა 1400 ტონა
სისწრაფე ტურბორეაქტიულ რეჟიმში 160 კვანძი
სისწრაფე ტურბოდიზელების რეჟიმში 40 კვანძი
ავტონომიურობა 5000 საზღვაო მილი
ეკიპირება
15 ავიაგამანადგურებელი ან 30 შვეულმფრენი ან დესანტი 2 000 კაცი
ტექნიკური ღირსშესანიშნაობანი
ქართული ავიამზიდი ფასკუნჯი ტრ 24 გლობალ ოპერატორი არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ ტექნიკურ საოცრებას. ამ პროქტის განსაკუთრებული ღირსებები მიღწეულია კლასიკური ტექნიკური შემადგენლების ნოვატორული კომპონირებით.
პროექტის შედგენის დღოს ჩვენ ვხელმძღვანელობდით საქართველოს მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
ავიამზიდის უპირველესი მოთხოვნილება იყო დაბალი ფასი. ქართული ავიამზიდი უნდა ყოფილიყო ამერიკულ ავიამზიდზე ასჯერ და მეტჯერ უფრო იაფად ღირებული. ეს იყო პირობა, რომლის არშესრულების შემთხვევაში პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
მეორე მოთხოვნილება იყო ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გამტარიანობა. როგორც მოგეხსენებათ შავი ზღვის აკვატორია ჩაკეტილია. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს აკონტროლება თურქეთი და თუ თურქეთმა ნებართვა არ მოგვცა გლობალური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ავიამზიდი ვერც შავი ზღვიდან გავა ღია ოკეანეში და ვერც უკან დაბრუნდაბა. ამის გარდა ჩაკეტილია თვით ხმელთაშუა ზღვაც. გიბრალტარს აკონტროლებს დიდი ბრიტანეთი და სუეცის არხს ეგვიპტე. თანაც სუეცის არხში ამერიკული და რუსული ავიამზიდები სიდიდის გამო ვერ გადიან.
ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით იმით, რომ დავუბრუნდით გასული საუკუნის 30-იან წლებში კარგად გამოცდილ, მაგრამ ჰიდრითვითმფრინავების მიტოვებულ კონცეფციას. ავიამზიდი FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR პრაქტიკულად დიდი ჰიდროთვითმფრინავია. FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR ყველაზე პატრა ავიამზიდია, მაგრამ იგი ამავე დროს რეკორდული ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატიც არის. იგი ასაფრენი წონით ორჯერ და მეტად აღემატება დღემდე აგებულ ყველაზე დიდ საავიაციო გიგანტებს.
FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR წარმოადგენს უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული ალიუმინის დიდ კონსტრუქციას. მის ყველაზე რთულ ტექნიკურ კვაძს წარმოადგენს ცვლადი გეომეტრიის მქონე უზარმაზარი ფრთა. FASKUNJI -TR 24 შეუძლია ღია ოკეანეში ცურვა მაშინაც კი როცა ტალღების სიმაღლე 10 მეტრზე მეტია. თუმცა FASKUNJI -TR 24-ს იმის წყალობით რომ იგი ჰირდოთვითმფრინავია შტორმის დროს თავისუფლად შეუძლია ქარიშხლიანი აკვატორიის დატოვება და უფრო წყნარ ადგილას საჰარო გზით გადაადგილება. ტურბო დიზელებით FASKUNJI -TR 24 როგორც გლისერი ღია ზღვაში ანვითარებს 40 კვანძის სისწრაფეს. ფრენას უზრუნველჰყოფს 12 წყვილი ტურბორეაქტიული ძრავა რომელთა საერთო სიმძლავრე 360 ათასი კილოვატია. ამით FASKUNJI -TR 24 უფრო პატარა დირიჟაბლს წააგავს.
FASKUNJI -TR 24 ჩვეულებრივი ავიამზიდებისგან განსხვავებით შეუძლია შიდაწყლებშიც ანუ მდინარეებსა და ტბებზე ოპერირებაც. ამისთვის საკმარისია 2 მეტრის სიღრმის წყალიც. მაგალითად ამისთვის სავსებით გამოსადეგია თბილისს ზღვა და ჟინვალის წყალსაცავი ან პალიასტომის ტბა.
FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR ავტონომიურობა 5 ათასი საზღვაო მილია. ეს არ არის ცოტა რამე თუ FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR მაგალითად ჟინვალჰესიდან თავისუფლად შეუძლია ინდოეთის ოკეანეში არაუგვიანეს ათი საათის განმავლობაში გადაფრენა, მაგრამ ეს ავტონომიურობა არ არის საკმარისი გლობალური მასშტაბებისთვის. ოღონდ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ სატრანსპორტო წყალქვეშა ტანკერების კონცეფციის მეშვეობით. ლაპარაკია ჩვეულებრივ დიზელ აკუმულატორიან სატრანსპორტო წყალქვეშა ნავებზე, რომლებიც წინასწარ იქნებიან ბაზირებული სავარაოდო საბრძოლო რეგიონში, მაგალითად რუსეთთან ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ან ატლანტიკის ოკეანეში. ამის წყალობით FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR -ს თვეობით შეუძლია რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზების ბომბარდირება მურმანსკსა და კამჩატკაზე.
ამერიკელებს უდიდესი პრობლემები ჰქონდათ ავიამზიდებზე ავიგამანადგურებლების დაჯდომის დროს. ამარიკელებმა მშვიდობიანობის დროს უფო მეტი ავიაგამანადგურებელი დაჰკარგეს ვიდრე ომის დროს. მათ დღემდე ვერ გადაწყვიტეს ავიამზიდზე თვითმფრინავის დაჯდომის ტექნიკური პრობლემა და დღემდე ძალიან ხშირია ავარიები.
FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR-ზე ეს პრობლემა საიმედოდ არის გადაწყვეტილი. ამ ავიამზიდის ასაფრენი ბილიკი წარმოადგენს დიდ ელექრტომგნიტს. FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR-ზე ბაზირებულ ავიაგამანადგურებლება არა აქვთ შასი (ბორბლები) ავიაგამანადგურებლის მუცელი ფოლადის არის და ავიაგამანადგურებელი ავიამზიდზე მაგნიტით ფიქსირდება. აფრენა და დაჯდომა 100%-ით საიმედოა. ავიამზიდი ავიაგამანდგურლებს იღებს ფრენის დროს. FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR არსებითად მფრინავი აეროდრომია.
ეს არის ქართული ავიამზიდის FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR-ის პროექტის მოკლე აღწერილობა.
აქ ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან „გერჩივნოს გქონდეს იარაღი მაშინ როცა არ გჭირდება, ვიდრე არ გქონდეს იარაღი მაშინ როცა გჭირდება“ .
ჩვენ გთავაზობთ ავიამზიდ FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR-ს. მიშამ შემოგთავაზათ ჰალსტუების ჭამის სტრატეგია, ირაკლი ალასანიას სამხედრო მრეწველობა კი როგორც ჩანს მხოლოდ თეთრი დროშების წარმოების სტრატეგიაზე იქნება აგებული.
დამატებითი შენიშვნები
FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ იგი შეიძლება ანგარში მოთავსდეს.
FASKUNJI -TR 24 GLOBAL OPERATOR პუტინს თავისი საბრძოლო თვისებებით გაუხეთქავს გულს, ბარაკ ობამას კი იმით რომ ამ ავიამზიდებს მივყიდით რუსეთს, ჩინეთს და ირანს.
This post has been edited by mtavrishvili on 27 Oct 2012, 15:01
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი საქართველოს ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე Na Skalce 765/17 Praha 5 Smíchov 150 00
ტელ. +420 776657239 მაილი vazsa@seznam.cz სკაიპი vazsa. mtavrisvili
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili