#33676766 · 29 Oct 2012, 12:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fаshist
QUOTE | მაგალითად ბრეივიკის საქმე ნორვეგიაში შენ 100%-ით დამტკიცებულად მიგაჩნია თუ არის გარკვეული ეჭვები რომ ის 76 კაცი სხვა ვიღაცამ მოკლა? |
არ მიმაჩნია 100% , რომც მიმაჩნდეს მარტო ბრეივიკზე ხომ ვერ მიიღებდნენ კანონს , თუ სჯი მკვლელს ეს ყველას ეხება , მიუხედავად შენი და ჩემი დარწმუნებისა.
QUOTE | თუ სიკვდილით დასჯის საკითხი შემოვიდა შეიძლება ჯერ გარკვეულ ჯგუფმა დაასკვნას ბრალდებული უეჭველი დამნაშავეა თუ რამე სხვა ეჭვიც არსებობს და ამის შემდეგ გამოიტანოს მოსამართლემ განაჩენი |
ისტორია აჩვენებს რომ რაღაც ნაწილი შეცდომით ისჯება, რაღაც ნაწილი პოლიტიკური ნიშნით და რაღაც ნაწილი შურისძიების გამო. შეიძლება ეს ძალიან მცირეზე დაიყვანო , მაგრამ ვერ გაანულებ. მერე დიდი პრობლემაა ჯალათი , ვერანაირი მეთოდი ვერ მოიგონეს ამერიკაში ფსიქოლოგიური ტრამბვა რომ არ მიიღოს განაჩენის სისრულეში მომყვანმა. dreamer@
QUOTE | ნუ ეხლა 100% -იან მტკიცებულებას ვერ მოიპოვებ თუ თავად ბოროტმოქმედმა არ იპოზიორა მსხვერპლთან ერთად ობიექტივის წინ.
ამისთვისაა საჭირო გამოძიება, ექსპერტიზა.ფაქტები რომელიც დაადასტურებს დამნაშავის ბრალეულობას
ეჭვების დონეზე გასამართლდეს თქო არ ვიძახი. |
ხო და მეც მაგას ვამბობ , 100-დან 1-ც რომ დაისაჯოს უდანაშაულოდ , მხოლოდ ამისთვისაა მიუღებელი.
QUOTE | მინიმუმ-ვეღაცა ნაძირალას გამოისობით თავს დატეხილ ტრაგედიასა და სულიერ ტკივილს უმნიშვნელოდ მაინც შეამსუბუქებს იმის განცდა რომ შენი უბედურების "მიზეზი"ცოცხალი აღარ დაბოგინობს |
სულაც არა , მე თუ შურისძიება მინდა მე უნდა ვიძიო და არა საზოგადოებამ
QUOTE | მაქსიმუმ-სიკვდილით დასჯის შიშით ,განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი შემცირდება |
შიშზე მდგარი სახელმწიფო რომ არაა უსაფრთხო ეს ყველამ იცის, სსრკ-ში იყო სიკვდილით დასჯა მაგრამ ამით დანაშაული უფრო მცირე არ ყოფილა, ჯერ მარტო ჩიკოტილო ამის მაგალითი 1978-1990 -ში 56 ადამიანი მოკლა, დაბრიდეს თვითონ, მანამდე რამოდენიმე კიდევ დახვრიტეს მის დანაშაულზე. მკვლელი ფიქრობს რომ ვერ დაიჭერენ და არა რომ დაიჭერენ რა მოხდება, ამაზე რომ ფიქრობდეს(საერთოდ შედეგებზე) შეიძლება არც ჩაიდინოს მკვლელობა.
bejanbejani
QUOTE | სიკვდილით დასჯის მიუღებლობა ადამიანის შინაგანი ბუნების გამოძახილია, მის განვითარების დონეს, ადამიანობას ასახავს.
ვაი მას, ვინც სიკვდილით დასჯის მომხრეა. |
მთლად შინაგანი არა , გონების გამოძახილია, შურისძიება და მოკვლაა შინაგანი ბუნება. დანარჩენში გეთანხმები. სიკვდილით დასჯა ჯგუფური მკვლელობაა , ადამიანზე რომელიც განიარაღებული და ჩაკეტილია,სასამართლო საქართველოს სახელით იღებს გადაწყვეტილება, ამაში მთელი ქვეყნის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას.
This post has been edited by Taba on 29 Oct 2012, 12:54
--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
|