ამდენი გვერდი წავიკითხე და...
1. რეალურად რა მოხდა, ოფიციალური ვერსია არ ვიცით. არც მე არ ვიცი რა მიზეზით დაიწყო ჩხუბი, ვინ იყო დამნაშავე და ა.შ.
2. ცოტა უცნაურად დაიწყო ჩხუბი...აშკარად არავინ არავის არ ექაჩება თავიდან, განსაკუთრებით გრეჩიხას შვილი და მერე როგორც კი კადრიდან გადის, 2-3 წამშიაშკარად 5-6 კაცი ურტყამს ძალიან გამეტებით + მათთან ერთად დაცვა.
3. ყველაზე და აშკარად საეჭვო არის ის, რომ დაცვა შეგნებულად ახედებს კამერაში სახით, შემდეგ კი თავადაც ურტყამს.
4. დანის დარტყმა დანაშაულია 2 X 2 = 4
5. ჯგუფური თავდასხმა და ადამიანის ცემაც დანაშაულია, ესეც 2 X 2 = 4

6. წინა ორი პუნქტი შეფასებული მაქვს სამართლებრივად. მორალურად და ადამიანურად რომ შევაფასო პირველ რიგში ჩხუბის მიზეზი უნდა ვიცოდე და ამიტომ არ შევაფასებ არცერთ მხარეს.
7. ლოგიკას რომ მივყვეთ 2-3 წამში (ამაზე მეტი ხანი აშკარად არ ყოფილა კადრიდან გასული) რა უნდა გააკეთოს კაცმა ისეთი, რომ ამ დონეზე გაიმეტოს 5-6-მა კაცმა? მე პირადად 2-3 წამში მაქსიმუმ ერთი მოკლე, ორსართულიანი გინება მოვასწრო და ამის გამო თუ ეს 5-6 კაცი და განსაკუთრებით დაცვა ასე მოქცევის უფლებას აძლევს თავს, ყოჩაღ...
8. არა რა, ყველას და ყველაფერს რომ ეშველოს ამ ქვეყანაში, ქართველ პოლიციელს და დაცვას არ ეშველება მგონი არაფერი: სამართალდარღვევის აღკვეთას და ფიზიკურ (+ ბონუსად სიტყვიერ) შეურაცხყოფას შორის ზღვარს ვერ და არ ავლებენ ავლებენ ცოცხალი თავით! დააშავა რამე? ამდენი ხართ, გადაუგრიხე ხელები, ჩასვი მანქანაში და გადაიყვანე შესაბამის დაწესებულებაში, არ გემორჩილება, გირტყამს და არ ჩერდება? მოარტყი ხელკეტი ფეხებში 2-3-ჯერ და ჩაკეცილია, მორჩა (ვისაც მოხვედრია იცის თუნდაც საშუალო ძალით მოქნეულ ხელკეტს რამდენით განსხვავებული ძალა აქვს არათუ ხელის, არამედ თუნდაც ჯოხისგან...), დაადე ხელბორკილი და დაამთავრე შენი საქმე. რა არი ეს - მე ფორმით კი არ დავბადებულვარ ძმაო, მე პირველ რიგში კაცი ვარ და მერე თანამშრომელი....ბებიათქვენისამ!!! გაიხადე ეგ ფორმა მაშინ და ისე იკაჩავე! გინებით მისდევენ და ქუჩური მეთოდებით უსწორდებიან...
9. ძალიან ბევრჯერ დავაკვირდი და ვერაფრით ვერ დავინახე, რომ უშუალოდ ჩხუბის მომენტში ხელში რამე სჭეროდა. ნორმალურ ქვეყნებში ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გაჩეჩილაძეს მაქსიმუმ რამე პატარა ჯარიმით გაუშვებდნენ, აი დაცვა კი სამსახურს დაკარგავდა და ძალიან დიდი მადლობა უნდა ეთქვა თუ სისხლის სამართლებრივ დევნას გადაურჩებოდა, მინიმუმ ხულიგნობის მუხლი გარანტირებული ექნებოდა, თუმცა ეს ხულიგნობა არაა, აშკარად ადამიანზე თავდასხმაა, საკმაოდ მძიმე ფორმებით და ჩემი აზრით რამდენჯერმე გადარჩა ძალიან მძიმე დაზიანებების მიღებას: ჯერ ამდენი კაცი ერთად რო გირტყამს მთელი ძალით როგორია, მერე კინაღამ ხერხემალში გადაამტვრიეს და ნეკნები ჩაულეწეს იმ მოაჯირზე...
10. იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც მის მიერ დანის გამოყენებას ამტკიცებს და ამას სისუსტედ და ლაჩრობად უთვლის: რა ვიცი, მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაგარი ვაჟკაცი ბიჭი ყოფილა, მარტო იყო, ამდენი კაცი სცემდა უკან არ დაუხევია. ის სავარაუდო დანის გამოყენებაც თუ მოხდა, მოხდა მხოლოდ თავდაცვის მიზნით და მხოლოდ მას შემდეგ, როცა რასაც ქვია გადაუარეს. მეც მიხმარია დანა ახალგაზრდობაში და რომ არ მეხმარა დიდი შანსია დღეს ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი. რა ადვილად ჭიკჭიკებენ რა?! რაო, 6 კაცი რომ გირტყამს (ანუ 12 ხელი და 12 ფეხი), რა უნდა ქნა, უნდა დაელოდო როდის დაიღლებიან და წავლენ? და იმაზე არ ფიქრობთ რომ თითო კაცმა მთელი ძალით ოთხჯერაც რომ დაარტყას ეს უკვე 24 დარტყმაა? ერთი გადახედეთ ქრონომეტრაჟს, რამდენი წამი ურტყამენ და რამდენი კაცი ურტყამს. მერე ერთი თქვენთვის ჩაირთეთ წამზომი და სცადეთ, მაგდენ წამში რამდენჯერ შეძლებთ ვინმესთვის დარტყმას, ეგ გადაამრავლეთ მერე იმ რიცხვზე, რამდენი კაციც ურტყამდა და მოდით, მაგდენჯერ დაგარტყამთ მთელი ძალით და ელოდეთ მერე და იმარჩიელეთ ტვინის შერყევას მიიღებთ, ღვიძლი გაგისკდებათ, თვალი ამოგეთხრებათ, ნეკნები ჩაგემტვრევათ თუ მოკვდებით. თან მაგ დარტყმების მომენტში გადაწყვიტეთ რომელი გირჩევნიათ...
თავდაცვის მიზნით იარაღის არც ტარება და არც ხმარება არ არის ამორალური საქციელი, ამორალური თავდასხმის მიზნით ხმარებაა. აქვე ისევ უნდა გავიმეორო, რომ უშუალოდ ამ ფაქტის მონაწილე პირებს არ ვაფასებ, შეიძლება საცემი იყო ეგ გაჩეჩილაძე, არ ვიცი. მე რასაც ვხედავ იმაზე ვაკეთებ დასკვნას და რაც ვნახე მაგ მომენტში დანის გამოყენების გამო კაცს ვერ გავამტყუნებ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey