#37304363 · 19 Jul 2013, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (mustafa_ibrahim @ 2 Nov 2012, 18:07 ) | | QUOTE | | აღაირებას თუ წაიღებს თქვე კაი ხალხო და ტერიტორიული პრობლემებს საშველი დაადგა იქ კი არა ახალციხეში და ბათუმშიც უნდა გავახსნევინოთ ბაზები ხელახლა. |
ამდენი რომ არ ვიწვალოთ, არ ჯობია ჩვენ თვითონ შევიდეთ რუსეთის ფედერაციაში და აფხაზეთიც და ცხივნალიც შევითრიოთ და ვიცხოვროთ ყველამ ერთად დიდ ძმურ ოჯახში |
ყველასთვის ცნობილია , რომ ბატონი სააკაშვილის მკვეთრად გამოხატულმა ანტი-რუსულმა პოლიტიკამ ძალიან დაძაბა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და რიგითი მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია რუსეთის და ზოგადად რუსი ხალხის მტრის ხატი. დავიწყოთ იქედან, რომ როდესაც მეზობლად გყავს წლების მანძილზე ჰეგემონიის მოყვარული უზარმაზარი სახელმწიფო, ასეთს კი არ უნდა აგინო, არამედ კონსტრუქციული გზების საშუალებით მასთან ყველანაირად კეთილ-მეგობრული ურთიერთობა უნდა დააბალანსო. ამ კუთხით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე საფუძვლიანად ამომწურავად საუბრობენ რიგი ქართველი პოლიტოლოგები და ვერსიებიც დევს ნეტში. კულმინაციად კი , ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის სცენარში ლოგიკურად წარმომიდგენია საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია ევრაზიულ კავშირში.
This post has been edited by magistra_vitae on 19 Jul 2013, 15:30
--------------------
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿
|