#33784446 · 6 Nov 2012, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა სამართლებრივი თვალსაზრისით არა მგონია სწორი იყოს სპეცრაზმელების გვარ-სახელების გამოქვეყნება... და თუ მართლა არასწორია და კანონის დარღვევაა, უჩივლონ გაზეთს... მაგრამ მორალური კუთხით ღირსები არიან... ეხლა მაგ დარბევისთვს 300 კაცს, ნიღბიანებს, ვერავინ აგებინებს პასუხს კანონის წინაშე... და ამ სიიების გამოქვეყნებით მორალურად მაინც დაისაჯონ... მე პირადად მომხრე ვარ, რომ ჩემს გვერდზე კაცი როა და კაცობაზე და ადამიანობაზე საუბრობს, ვიცოდე იმის შესახებ რომ საკუთარი ხალხს მხეცურად უსწორდებოდა, რადგან "ზემოდან" დაავალეს... უტყდებათ ბიჭებს რო გამოაჭენეს? საკუთარ თანამოქალაქეებს სასტიკად რო სცემდნენ, როცა მაგის აუცილებლობა არ იყო, მაშინ ეფიქრათ მაგაზე... გაქცეულ მომიტინგეს რო გაეკიდები და წიხლქვეშ გაიგდებ, რომელ სამართლებრივ ნორმებში ჯდება... ეგენი მიტინგს კი არ შლიდნენ, ხალხს სამაგალითოდ ამწარებდნენ... რო პროტესტის სურვილი აღარ გაჩენოდათ...
--------------------
Mens sana in corpore sano...
|