აჰა, ვიპოვნე

)
http://nbe.gov.ge/files/documents/sakanonm...anoni_29.06.pdfმუხლი 18³. აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში
1. სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
2. საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასში უნდა აღინიშნოს:
ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები;
გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის მოქმედებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი;
ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს დაერთვის რაიმე დოკუმენტი;
ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
2¹. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით, უნდა უპასუხებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
3. საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო არ მიიღებს საჩივარს, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 21 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ:
ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) არსებობს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამავე საკითხზე;
ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ვ) (ამოღებულია – 08.05.2012, №6145);
ზ) გასულია საჩივრის შეტანის ამ კანონით დადგენილი ვადა.
6. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან იგი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა, ამის თაობაზე 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
7. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე საჩივრის განხილვის ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.
8. დადგენილ ვადაში საჩივრის შემტანის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.
9. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
10. სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
11. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
This post has been edited by Shurige on 6 Nov 2012, 01:03