ალასანიამ ან ქართული არ იცის, ან ბონდომ იეშმაკა რაღაც...სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. X-ს ეკითხებიან და Y-ს პასუხობს.
ირაკლი ალასანია - ნატო-სთან დაახლოებისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს
18 ოქტომბერი 2012 წელი 18:20
ნატო-სთან დაახლოებისთვის არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა არსებული მექანიზმი ახალი მთავრობის მიერ ათვისებული იქნება. "ბატონ აპატურაისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობაზე, იმ რეფორმაზე, რაც თავდაცვის უწყებაში უნდა განხორციელდეს. იმისთვის, რომ სრულ სამოქალაქო კონტროლს და ამ სისტემის ტრანსფარანტულობას მივაღწიოთ, იყო საუბარი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე. ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობისთვის არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, თუმცა, ისინი ბოლომდე არ არის ათვისებული. ჩვენს მიერ ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ნატო ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ავღანეთში ყოფნას.
http://news.boom.ge/geo/12/20121018/1950002/აგერ, ბონდოს კოლეგა ეთერ ბალაძეს სულ სხვა ინფორმაცია აქვს:
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=3364&...ianebas!%22ირაკლი ალასანია: "რუსეთს არავინ ეკითხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას!"
29 02 2012 14:34:20
ნაწყვეტი:
რუსეთი ხომ ეწინაღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და პარალელურად ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ხომ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია და როგორ ფიქრობთ ამ მიზნის მიღწევას?
_ რუსეთს არავინ ეკითხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ეს უნდა იქცეს რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად. რუსეთს უნდა მოვთხოვოთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები ისევ გავიდეს რუსულ ბაზარზე, ჩვენმა ბიზნესმენებმა ისე იგრძნონ თავი რუსეთში, როგორც რუსი ბიზნესმენები გრძნობენ თავს საქართველოში. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რუსეთზე გაიყიდა საქართველოს ოქროს საწარმო, თბილისის წყალმომარაგება, ენგურჰესი და ელექტრომომარაგება. მოდით, ვთქვათ სიმართლე: გვინდა, ფეხზე დადგეს სოფლის მეურნეობა? მაშინ ქართული პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე! როდესაც მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდება რუსეთი, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის, ქართული პროდუქცია შეუშვას რუსულ ბაზარზე.
_ როდის შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და სავაჭრო კავშირების აღდგენას: სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ?
_ აშკარაა, რომ სააკაშვილმა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, რუსეთშიც ნდობა დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლასა თუ დარჩენაზეა დამოკიდებული ურთიერთობის დალაგება. სააკაშვილისა და პუტინის პირადმა ფობიებმა ჩააგდო ეს ქვეყნები ასეთ დღეში. ახლა ჩვენ ამის გამოსწორება გვინდა. შევეცდებით, საქართველო იყოს ნატოს, ევროკავშირის წევრი და ასევე ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთთან.
მოკლედ, ან ირაკლი ჩამოყალიბდეს, ან "საქართველო და მსოფლიო" და მერე ვივიშვიშოთ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!