მოღებული აქვს უკვე და ფქვავს, ElGeorgia'ს პაპის წისქვილივით. არც ცემა-ტყეპა უნდა მაგისთვის, თავისი ფეხით მივიდა, რომ მოეყოლა. სანამ ეგ ყვება, ბობოლა ნაციონალები შფოთავენ, პრეზიდენტი ნელ-ნელა ისვრის (ნეტა რას ყვებაო). როგორ გამოვიდა მიშა და კალანდაძე რად დაიჭირეთო, ხომ ნახეთ? ოღონდ, სანამ გირაოდ არ გამოუშვეს, მანამდე არაფერი უთქვამს, პანაშვიდზე მისულივით იყო. ახალაიზე ხომ საერთოდ არაფერი თქვა, იმის მაგივრად, რომ ხმალი-აბჯარი აეკრა მაია წყნეთელივით და ებღავლა: არიქა, რას უშვებით ამ დევგმირ კაცსო! კაი ხანს მოაყოლებენ მაგას, სანამ ბოლომდე არ გამოწურავენ ნაციონალების ლიდერებისგან ყველა სისულელეს, ჩუმად ამყოფებენ, მერე დაუნიშნავენ სასამართლოს, მიიყვანენ ჟურნალისტებს და თავისი პირით მოყვება, როგორ "შეაცდინეს", "აიძულეს" და "დაემუქრნენ" თავისი ბობოლა უფროსები. ნაციონალების ფანატიკოს მომხრეებზე არ იქნება ეს გათვლილი, მაგათ აღარაფერი უშველით (იტყვიან, ნარკოტიკი გაუკეთესო), მაგრამ ვინც მეტნაკლებად ორჭოფობს, იმას საბოლოოდ დაარწმუნებენ, რა ხათაბალას გადაარჩინეს.
-------------------------------------------
“The difference between the right word and the almost right word is the difference between lightning and a lightning bug.” - Mark Twain
Iveria Matters