სულ თუ დავწურავთ "ნატო თუ რუსეთი" არჩევანს,
ხელში შეგვრჩება არც მეტი, არც ნაკლები, "ვისი დრო გვინდა იყოს" არჩევანი.
ადამიანებს ასე მარტივად არავინ ეუბნება.
შემოვაცალოთ, პატრიოტიზმის ჯანსაღი გარსი, ყველაფერი.. რაც ამ ორ არჩევანს- ნატო თუ რუსეთი, აკრავს გარს
და მხოლოდ ღირებულებების არჩევანზე დავიყვანთ:
განათლებულთა და თავისუფალთა დრო და უვიცთა და ფულიანთა დრო.
აი ეგ ორი არჩევანია.
=========================
უვიცთა და ფულიანთა დროში ფულიანობა, ძალაუფლება ვერტიკალზე მორჩილების და შეძრომის იარაღია ,
ფულიანობის და უვიცობის დროში ვასალის ვასალიც და იმ ვასალის ვასალის ვასალიც სუ შენი ვასალებია

ამიტო გაუკვირდა უგულავამ რომ არ დატოვა კაბინეტი პირველივე წარბის აწევაზე,
ნამდვილ მიზეზს ხო ვერ გაამჟღავნებდა და კანონით განსაზღვრული სუბორდინაცია მოიშველია, თუმცა ეგეც არ სცოდნია.
ამიტომ უკვირს პრეზიდენტს რო ავიწყდება, პრემიერი რო ყოფილა პირველი კაცი

ამ ოპერიდან იყო საგანელიძის გამონავარდებაც

გული მწყდება ადამიანები, რომლებსაც ეგრე უნდათ ბიძინას პირველკაცობა, სინამდვილეში " ფულის და უვიცობის დროის" მიმდევრები არიან და არ იციან ეგ. ვერ ხვდებიან, რომ ზუსტად ანალოგიურები არიან თავიანთ "კვადრატში" ან ცხადში ან ოცნებაში მაინც.
პრინციპში ეგ არის "დედოვშინა" და ეს "დედოვშინა" არის ყველგან და ყველაფერში- ოჯახში, ქუჩაში, სასწავლებელში, სამსახურში, ციხეში, ჯარში, პარლამენტში, ვირტუალშიც ( მაგ ფორუმზე

)..
ამგვარ დროში დემოკრატია ნამდვილად არის ფარსი.
მთელი ეს ცხრა წელი შინაგანი 'დედოვშინობისაგან' განთავისუფლების ცხრა წელი იყო.
განთავისუფლების გზა და არა განთავისუფლება. (რასაც გვაყვედრიან)
ახლა ვიღაცას უნდა იმ ჯაჭვის გამრთელება, დედოვშინობით რო იყო დაბმული საზოგადოება.
ძალიან მიჭირს ამასთან შეგუება. ძალიან.
უვიცობის და ფულიანობის დროის დემოკრატია ისეთივე ფარსია პატივცემულებო, როგორიც პროლეტარიატის, ყველაზე უპოვარი ადამიანების- პროლეტარების, დიქტატურა იყო.
რატომ არ წერენ გონიერი ადამიანები ამ თემაზე ან მანამდე ან ეხლა მიკვირს
რა ჯანდაბას აკეტებდა ნატოს მხარდამჭერი ორგანიზაცია.
აბსოლუტურად არ იმუშავა.
საერთოდაც არავინ იმუშავა.
არადა როგორ მარტივად შეიძლებოდა ადამიანებამდე მიტანა, რომ ნატო არ არის თავდაცვა და ძლიერება,
რომ ნატოს გზა არის გზა თავისუფლებისკენ.
თავისუფლება კი ისაა, სადაც უფლება დაბალანსებულია მოვალეობით.
ნატოს თავისუფლება ამიტომაა განვითარებული და განათლებული ხალხის- ანუ შემდგარი სამოქალაქო საზოგადოების ტავისუფლება,
რადგან ეგ თავისუფლება მოვალეობის და უფლების ჰარმონიული კავშირია,
სადაც მოვალეობა არ სჭარბობს უფლებაზე, და არც უფლებაა უპირატესი მოვალეობაზე.
რატომ არ გვინდა ამგვარი ტავისუფლებისკენ წავიდეს ჩვენი ქვეყანა.
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა