აუ ეს ნახეთ რააა...
საქართველოს კულტურის მინისტრს
ბატონ გურამ ოდიშარიას
ბატონო მინისტრო!
უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ქართული ოცნების გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში და თქვენი, როგორც ღირსეული ადამიანის, კულტურის მინისტრად დანიშვნას.
მივიღე თქვენგან პასუხი ჩემს განცხადებაზე ოკუპაციის მუზეუმის დახურვასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა თქვენმა პასუხმა გამაკვირვა და დამაფიქრა და არ შემიძლია დავეთანხმო ნაჩქარევად მიღებულ თქვენს გადაწყვეტილებას. თუ თქვენს სამინისტროს არ შეუძლია დახუროს ან გადაარქვას სახელი მ. სააკაშვილის მიერ გახსნილ პოლიტიკურად და ქართველი ხალხისთვის წამგებიან ოკუპაციის მუზეუმებს, მაშინ მიზანშეწონილი იქნება რომ გამოიტანოთ ეს საკითხი საქართველოს საზოგადოების სამსჯავროზე, ან თქვენი კოლეგიის და კულტურულ საბჭოზე განსახილველად.
ეს საკითხი შედის ეროვნული ინტერესების სფეროში და საჭიროებს საზოგადოებრივ ექსპერტიზას და მათ გადაწყვეტილებას. ეს მუზეუმები იძულებითაა გახსნილი და არავის უკითხავს ხალხის აზრი. კულტურა კი, საერთო აზრით უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მის სულიერ მოთხოვნილობებს და არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად. ჩვენ მშვენივრად გვესმის რა მემკვიდრეობა მიიღო თქვენმა მთავრობამ და ამიტომ არ გიყენებთ იმ მრაავალ მოთხოვნას, რომეელიც არის დროულად შესაცვლელი და გადასაწყვეტი საქართველოს კულტურის სფეროში. იმედი გვაქვს, რომ თქვენ კარგად გესმით და ხედავთ რა მდგომარეობაში ჩააგდეს მსოფლიოში საქართველოს ერთადერთი და უნიკალური კულტურა. იმედი მაქვს, რომ თქვენ დადებითად გადაწყვეტთ ამ საკითხებს, რითაც საქართველო არა მარტო დაბრუნდება თავის ღირსეულ საფეხურზე, არამედ წინაც წაიწევს უფრო მეტად.როგორც რუსეთის ქართულ დიასპორა, ასევე მსოფლიოში მცხოვრები ქართველები (გაცნობებთ, რომ მე, როგორც საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის გენერალურ მდივანს მაქვს ამის თაობაზე ფართო კავშირები და ინფორმაცია თანაქმემამულეებთან), ძალიან იყვნენ უკმაყოფილონი იმით, რომ მ. სააკაშვილის ტირანულმა და დამანგრეველმა რეჟიმმა გახსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ამის შემდგომ რუსეთის ოკუპაციის მუზეუმიც, რომლებიც იყო შექმნილი რუსეთის პოლიტიკური გაღიზიანებისათვის და არ ითვალისწინებს დიდ ისტორიულ სიმართლეს. თქვენც კარგად იცით ვისი და რამდენწლიანი ოკუპაციის ქვეშ ნამდვილად იყო საქართველო და თუ რუსეთთან საერთო ისტორიული ცხოვრების გზას ოკუპაციას დავარქმევთ, მაშინ დალოცვილი იყოს ის ოკუპაცია. ჩვენ მოკლე მახსოვრობა გვაქვს და პატარა ფიჩხებში ჩხიკინის დროს გვავიწყდება დიდი და ვერ ვაანალიზებთ იმ დიდს და კარგს, რაც რუსეთმა მოუტანა საქართველოს იმ 200 წლიანი ოკუპაციის ისტორიაში. იმ 200 წლიან ოკუპაციას, რომელმაც ქართველებს მიწები დაუბრუნა და სახელმწიფო შექმნა, რომელმაც ააყვავა და გაამდიდრა ქართული კულტურა და მეცნიერება, რომელმაც შეგვიქმნა მართლმადიდებლური ავტოკეფალია და სულიერად მდიდარი ერი აღზარდა, ის ოკუპაცია, რომელმაც 1991 წელს მთლიანი და აყვავებული 5 მილიონიანი სახელმწიფო საქართველო გამოუშვა საბბჭოთა კავშირიდან. დაილოცოს ის ოკუპანტები, რომლებიც ქართველ ხალხს აცხოვრებდნენ და პატივს ცემდნენ მეტად, ვიდრე თავისი ერის ხალხს! თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველო იქნებოდა აქამდე დარჩენილი როგორც სახელმწიფო და განვითარებული ერი, რუსეთის იმ 200 წლიანი ოკუპაციის ქვეშ რომ არ ვყოფილიყავით? ავშენდებოდით და გავმრავლდებოდით? გვეყოლებოდა ჭავჭავაძეები, წერეთლები, ჯავახიშვილები, ვეკუები, ფიროსმანები, ამირეჯიბები, ჩხეიძეები და კიდევ ბევრი სხვა მწერლები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, რომლებმაც ასახელეს და ადიდეს საქართველო. სად გინახიათ ამგვარი ოკუპანტები? თუ ის მეგობრები ჯობს საქართველოსთვის, რომლებსაც დღეს მთავარ მეგობარს უწოდებს მთავრობა, რომელმაც ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ოკუპაცია მოახდინა და უხეშად მართავს საქართველოს, რომელმაც დაშალა ჩვენი ადამიანუღი და ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ანგრევდა ქართველი ადამიანის ღიესებას, ტრადიციებს, კულტურას, მენტალიტეტს და სულიერებას. ნუთუ არ ტიროდა ჩვენი ინტელიგენცია ამ 20 წლის მანძილზე, რომ იღუპება ერი, ინგრევა კულტურა და ქართველ ხალხს მიათრევენ გადარჯულებისაკენ. თუ ამ ოთხი წლის აბხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციამ მოგვიტანა მეგობრის მიერ გარედან შემოტანილი გლობალიზაცია, რომელმაც მოგვიტანა საქართველოში პედერასტების და სხვადასხვა ორიენტაციის უნამუსო აღლუმებში შეყვანა, რომელმაც გააგზავნა ქართველი ქალები სხვადასხვა ქვეყნებში, რომ მსუბუქი შრომით პურის ფული და ოჯახის გადასარჩენი ფული ეშოვათ? ვაი ასეთ ქართულ ოჯახს.
ვინ მიიყვანა საქართველო ამ მდგომარეობამდე, როდესაც ქართველი ხალხი შიშით შეპყრობილი და სულ უმუშევარი დარჩა? ქართველი მამაკაცები რომ სირცხვილით თავს იკლავენ, ნარკომანებად გადაიქცნენ, მცირე ხელფასის გულისთვის თავს წირავენ ავღანეთში სხვის ომში, რომლებსაც აწამებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აუპატიურებდნენ ციხეებში? თუ ესენიც რუსი ოკუპანტები არიან? თუ ეს ყველაფერი არ ხდებოდა საქართველოს იმ 80% ტერიტორიაზე, რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ? ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც ”ოკუპაცია” იმ თავისუფლებას უფრო სჯობდა, რომელიც იყო საქართველოში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ დიდი ერის წარმომადფგენლები და დავუბრუნდეთ იმ გზას, რომელიც ადიდებდა ქართველ ხალხს და მოუტანა დაფასება მსოფლიოში. ამისათვის ჩვენ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე და რაც მთავარია მოვნახოთ ძალა, რომ ის არამოსაწონი სიმართლე გავიგოთ და მივიღოთ შესწორებით. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის მძიმე გაკვეთილი, რომელიც მოგვიტანა ამ 20 წლის გავლილმა გზამ. ასე მალე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ სააკაშვილის დამღუპველმა გზამ მიიყვანა საქართველო მთლიანობის დაკარგვამდე, ერის კულტურული დეგრადაციის და კატასტროფის ზღვრაამდე. ერთერთი ნაბიჯი იყო, რომ საქართველოში გახსნეს და დაარქვეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და 2008 წლის შემდეგ გახსნეს რუსეთის ოკუპაციის მუზეუმი. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მთავრობას მშვენივრად ესმის, რომ სააკაშვილის მართვის და მეთოდების გზა ნამდვილად ანგრევდა და ღუპავდა საქართველოს. აქედან გაომდინარე, ქართველმა ხალხმა უთხრა სასტიკი უარი მის რეჟიმს და დიდი იმედით აირჩია ახალი (თქვენი) პარლამენტი და მთავრობა.
დღესდღეობით ხალხში კიდევ დიდია მოლოდინი და საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება იმ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც აკეთებს ახალი მთავრობა, ხალხი ელოდება პოზიტიურ ცვლილებებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში და დიდ მეზობელ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთი ჰქვია და რომელზეც დამოკიდებულია იმ მრავალი საკითხის გადაწყვეტა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც დღეს აწუხებს და აინტერესებს ქართველ ერს და საქართველოს სახელმწიფოს, საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რომლებიც არ იქნება საქართველოსთვის მძიმე, იმიტომ, რომ ადრე იყო არასწორად გადადგმული, არ იყო გამართლებული და არ იცავდა საქართველოს და არ ემსახურებოდა ქართველი ხალხის რეალური ცხოვრების ინტერესებს, ამასთან ერთად აჩვენებს რით განსხვავდება ახალი მთავრობა სააკაშვილის რეჟიმისაგან. ჩვენ ახლა არ ვეხებით ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკას, სადაც ქართველ ხალხს ბევრი საკითხები აქვს გადასაწყვეტი და რომელიც არანაირადაა განსხხვავებული სააკაშვილის საგარეო პოლიტიკისაგან. ამ შემთხვევაში უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რატომ მისცა მოსახლეობამ ხმა ”ქართულ ოცნებას”, რაში გამოიხატება ქართული ოცნება? მ. სააკაშვილის დამარცხებაში და მის დასჯაში? ეს უეჭველია. თუ სააგარეო პოლიტიკა ერთნაირია და არ იცვლება, მაშინ ალბათ ხალხის იმედი და ქართული დღევანდელი ოცნება მდგომარეობს საშინაო პოლიტიკაში. ხოლო საშინაო პოლიტიკა ეს არის: ტირანული რეჟიმის მოსპობა და აქედან გამომდინარე ხალხის ეკონომიური და სოციალური პირობების დაკმაყოფილება. შორს რომ არ წავიდეთ ამ ორ საკითხში დევს ხალხის მოლოდინი.
თუ დაიწყო აღნიშნული პირველი საკითხის აღსრულება და ეს მთლიანად დამოკიდებულია დღევანდელ მთავრობაზე, მეორე საკითხი კი, როგორიც არის ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, ბევრად არის დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე და პირველ რიგში ამ მხრივ არის რუსეთის საავაჭრო ბაზრის და სამუშაო ადგილების დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უმრავლესობამ ზუსტად ამისათვის მისცა ხმა ”ქართულ ოცნებას”, რომ იმედი ქონდათ იმისი, რომ ბ. ივანიშვილი დაალაგებს კავშირებს და ურთიერთობას რუსეთთან. არ გვინდა თავის მოტყუება იმით, რომ თუმცა ბატონი ბიძინა პატიოსანი და კარგი ადამიანია, მაგრამ ხალხს საჭმელი და სამუშაო უნდა, უნდა ოჯახის რჩენა და რაც არ უნდა ვთქვათ ეს არის ადამიანის პირველი მოთხოვნილება, რომლის გადაწყვეტა საჭირო დონეზე დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე და ეკონომიკურ კავშირებზე.
ძალიან ცდება თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთი, როგორც ადრე, ჩაეხუტება საქართველოს და, რომ მხოლოდ ახალი მთავრობის გამოჩენა მოაგვარებს ყველა საკითხს რუსეთთან. სააკაშვილის მმართველობის წლებმა ძალიან შეაშფოთა რუსეთის მთავრობა და რუსეთის მოსახლეობაც. ნამდვილად, ძნელი გასაგებია თუ რატომ საქართველომ, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო ჩახუტებული რუსეთთან და ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ასე მწარედ და სატიკად შეიცვალა და დაამხო ბევრი სიბინძურე რუსეთის თავზე? რუსეთი ახლა სხვაა! ძველი მეგობრული კავშირებით და პურმარილით ვერაფერს მიაღწევ, ლააპარაკი მიდის სახელმწიფო დონეზე და არა პირად ინტერესებზე. საქართველო ახლა იმკყოფება ისეთ დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმ დონეზე შეკრული, რომ დღეს, თვით საქართველოზე აარაფერი არ არის დამოკოდებული. საქართველო გლობალურად კონტროლდება და ის თავისუფლება, რაც ადრე გააჩნდა ოკუპაციის დროს, აუსრულებელ ოცნებად რჩება. თავს უფლებას მივცემ, რომ გამოვთქვა ერთი პატარა შენიშვნა. უნდა შეწყდეს სააკაშვილის დროინდელი რიტორიკა და ყეფვა, რომელსაც გარდა უბედურებისა არანაირი სარგებელი არ მოაქვს. საჭიროა პარტნიორულ და მეგობრულ საუბარზე გადასვლა, სადაც საქართველოს უნდა ცახსოვდეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები და თავისი რეალური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის იერარქიული ადგილოი მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში. მე არ ვგულისხმობ თავის დამცირებას, მე ვსაუბრობ ჩვენ არაზომიერ ამბიციებზე, რომელიც არ ასახავს რეალურ ცხოვრებას და ჩვენ მდგომარეობას, როგორც პატარა სახელმწიფოს. მგონი ვისაც უნდა გაიგებს რაზე არის საუბარი. სამწუხაროდ ეს რიტორიკა და ნოტები დღესაც ისმის საქაართველოდან, სადაც პოლიტიკოსები, სანამ საქმეს მიადგებიან, აუცილებლად რაღაც უსიამოვნო უნდა ისროლონ რუსეთისაკენ. მთავარი ის არის, რომ შეცდომებს უშვებენ არამარტო პოლიტიკაში ახლად მოსულები, არაამედ გამოცდილი პოლიტიკოსებიც და უმაღლესი დიპლომატებიც. მგონი თქვენც გაბედნიერდით ორი მოადგილით, რომელთაგანაც ერთს ძალიან უყვარდა სააკაშვილი და დიდი კულტურის ლექსიკონით გამოხატავდა მის მიმართ ”სიყვარულს”, ხოლო მეორე უნდა ვახსენო გვარით-იური მეჩითოვი იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის არა კულტურის მინისტრის მოადგილე, არამედ ეს ადამიანი არის ყველაზე მცირე რაც ვნახეთ და გავიგეთ ვიდეოკლიპით:
http://www.youtube.com/watch?v=zImS-74kcR0. მისი ადგილი არის ჯანმრთელობის სამინისტროში, უფრო სწორედ ფსიქიატრიულ დისპანსერში.
ჩვენი აზრით, თუ საქართველოს მთავრობას უნდა გადადგას სულ 2-4 პატარა ნაბიჯი რუსეთისკენ, რომ აღასრულოს ქართველი ხალხის უდიდესი ოცნება და დაალაგოს რუსეთთან ყველანაირი კავშირები. მე ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რომელიც იქნება უმტკივნეულო და მისაღები მთავრობისთვის, მონატრებული და სასარგებლო ქართველი ხალხისთვის, ეკონომიკის, სოციალური, კულტურულ და სასულიერო სფეროებში.ეს ნაბიჯები ჩემი აზრით დიდად არ გააღიზიანებს და გააბრაზებს დღევანდელი საქართველოს ”პატრონს” ამერიკას, რომელიც თვითონ მოუწოდებს, რომ საქართველომ აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა და დაამყარონ მეგობრული და მეზობლური კავშირები.
ეს ნაბიჯებია:
1. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენა;
2. ოკუპაციების მუზეუმების დახურვა და დასახელების შეცვლა;
3. საქართველოსგან ჩერქეზების გენოციდის აღიარების ანულირება;
4. პოლიტიკური და უკანონო ეკონომიკური დაბრალებით დასჯილ რუსეთის მოქალაქეების განთავისუფლება ციხეებიდან;
5. ოკუპაციის კანონმდებლობის შესწორება;
6. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა;
7. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილის გამოთქმა.
ბატონო გურამ!
თქვენ დღეს გაქვთ მშვენიერი შესაძლებლობა და რეალური შანსი შეიტანოთ თქვენი დიდი წვლილი რუსეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული და კეთილმეზობლური კავშირების აღდგენაში. ამ 5 პუნქტიდან თითოეულის შესრულება არის პატარა ნაბიჯი რუსეთისკენ, რომელიც მოიტანს დიდ შესაძლებლობას რუსეთთან კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის დასამყარებლად და ქართველი ხალხის რეალური ოცნების განსახორციელებლად, რუსეთისა და ქართველი ხალხის ერთიანობას.
დიდი პატივისცემით,
ვლადიმერ ხომერიკი
Tamar Bochorishvili, KutaisiToday.ge liked this post
http://kutaisitoday.ge/?p=4160
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare