ცოტას მეც ავანერვიულებ
მეგობრებო!
. ფბ-ზე წავაწყდი პოსტს, რომელმაც ღრმად ჩამაფიქრა. და მიმახვედრა, რომ ვცდებოდი
თან მომბეზრდა ეს ბუტკა-შედი -გამოდი შედი გამოდი...
ვიქნები მეც თქვენნაირი
ვიწყებ მუშაობას საკუთარ თავზე..
შედეგებთ თავად ნახავთ..
აი ნახავთ, ყველაზე დიდი მეოცნებე თუ არ გავხდე ცოტა ხანში..
თან რა ადვილია-გონების დაძაბვა არ გინდა და არაფერი..
იოცნებე და იყავი...
აი პოსტი, რომელმაც სწორ გზაზე დამაყენა და ამ გზაზე თქვენი დახმარების იმედი მაქვს..
ხელი არ მკრათ ახალმოქცეულს.
საქართველო და მისი ადგილი მსოფლიოში
საქართველო არის ღვთისშობლის წილხვედრი ქვეყანა, რატომ და რისთვის ამას არა აქვს მნიშვბელობა. ის აუცილებლად გაბრწყინდება, მანამდე კიდევ მრავალი განსაცდელი უნდა გამოიაროს. ჩვენ ახლა ზუსტად იმ განსაცდელში ვართ.
რუსეთი
საქართველოს რუსეთთან არაფერი არა აქვს საჩხუბარი. ჩვენ ერთმორწმუნე ქვეყნები ვართ. თითქმის ორი საუკუნე რუსეთთან ვმეგობრობდით. საბჭოთა დროს რომ ცხოვრება იყოს, ეჰ...ყველა კარგად და ბედნიერად ცხოვრობდა. აგვისტოს ომი გიჟმა სააკაშვილმა დაიწყო. და რუსულ ენაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? აი პუშკინი და ლერმონტოვი თუ არ წაიკითხე (90% შემთხვევაში, არც საშუალოსტატისტიკური ბრძენი ერის შვილებს აქვთ წაკითხული - ა.კ.). ან რუსეთის ბაზარზე უარის თქმა როგორ შეიძლება?
ეკლესია
საქართველოს ეკლესია თუ გადაარჩენს. ჩვენი პატრიარქი ბრძენია. ამბობენ, რომ უკანასკნელი პატრიარქიაო. მის მიერ წარმითქმული ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა, ხოლო ვინც მას ეწინააღმდეგება მწვალებელია. ასევე ძალიან დიდი მადლია ეკლესიური ცხივრება, მარხვა (თუნდაც სამარხვო კატლეტ-ნაყინით), ლოცვა, მამაოს ყოლა და ასე შემდეგ. ეკლესიას ებრძვიან მასონები, თუმცა წილნაყარ ქვეყანაში ვერაფერს მოახდენენ.
ტრადიციები
ქართველი უნდა იყოს ტრადიციული. კაცი უნდა იყოს კარგი მსმელი, სადღეგრძელოს მთქმელი, კაცური უნდა ესმოდეს, თუ საყვარელი ჰყავს ეგეც არაფერი, აბა კაცია, და გაივლის ქალებში. ძალიან ცუდი არის დასმენა (resp. სამართალდამცავ ორგანოებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობა). დღეს ტრადიციებს ებრძვიან. უნდათ მოსამსახურე ერად გვაქციონ. უნდათ, რომ ჩინელებს და ამერიკელებს ვემსახუროთ. ამიტომაც აშენებენ სასტუმროებს და არა ქარხნებს. ჩვენი შვილების გარყვნა უნდათ, და ამიტომაც პირველი კლასიდან ასწავლიან მათ ინგლისურს. ასევე ქალიშვილობას ებრძვიან და ჩვენს ხალხს ტელევიზიით რყვნიან. თუმცა არ გამოუვათ, იმიტომ რომ საქართველო წილნაყარია.
ეკონომიკა
საქართველოს მხოლოდ სოფლის მეურნეობა გადაარჩენს. ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ. ვაზი მეტია ვიდრე ეკონომიკა. ჩვენთან უნდათ, რომ ეკონომიკის უმეტესი ნაწილი მომსახურების სფერომ დაიკავოს, თუმცა არასდროს არ გავხდებით მოსამსახურე ქვეყანა, იმიტომ რომ ის წილნაყარია. ასევე საქართველომ წყალი რომ გაყიდოს მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანა გახდება, თუმცა წყალიც უცხოელებს მიჰყიდეს. საქართველოში ყველაფერს ჰყიდიან უცხოელებზე. მალე ჩვენს შვილებსაც გაყიდიან. ასევე საქართველომ უარი უნდა თქვას ქალაქების რესტავრაციაზე, იმიტომ რომ აუთენტურობა იკარგება.
თავდაცვა
უიმეე, ოღონდ ჯარი არა რა. რატომ უნდა გავუშვა ჩემი შვილი? ადგნენ და ჯერ თავის შვილები გაუშვან.
სხვა ერებთან ურთიერთობა
თათრები (ყველა მუსულმანური ერი)
რუსები (ყველა სლავური ერი)
სომხები
ჩინელები (ყველა წვრილთვალება ერი)
ზანგები
უცხოელები (ყველა ევროპელ-ამერიკელი ერი)
მეგრელები (აბა ეგენი რანაირი ქართველები არიან?)
სააკაშვილი
სააკაშვილი არის ტირანი, დიქტატორი, მექალთანე და მშიშარა. მან მოსპო ყველაფერი ქართული. ის რუსეთის აგენტია. ასევე ის ამერიკის ხელის გოშიაა. მან დაიწყო ომი, მან მოიპარა მილიარდები, მან ჩახოცა უდანაშაულო ახალგაზრდები, მისი ჯალათები აწამებდნენ უდანაშაულო პატიმრებს, მან არაფერი არ ააშენა, მხოლოდ პიარი იცოდა. ქართველი ხალხი მას არადროს არ აპატიებს, იმიტომ რომ წილნაყარია.
ივანიშვილი
ბატონი ბიძინა არის დიდი ეროვნული მოღვაწე, ღრმადმორწმუნე, კეთილი, ქველმოქმედი და მეოჯახე. მან ააშენა ბევრი ეკლესია, უნივერსიტეტები, ის ეხმარებოდა ჯარს, პატრულს, ფულს უხდიდა მტავრობას. ის რომ არა, ქართველი ერი შიმშილით გაწყდებოდა. და როგორც იქნა, ის მოვიდა მთავრობაში და საქართველოს ააყვავებს. ახლა რუსეთთან რომ მიდის ეგ ჩვენ აღარ გვეხება. ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის. ის რუსეთში ნაშოვნ ფულს საქართველოს საკეთილდღეოდ ახმარს. ის დაიჭერს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახლაიას და ყველა მტარვალს და იხსნის საქართველოს.
და რა იქნება მომავალში?
ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის....
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare