რა კუბლაშვილმა
აგერ კბილაშვილმა თქვა ტავისი პირით

"მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გაზეთ "კვირის ქრონიკას" ინტერიუ მისცა.
- საზოგადოებაში დაიწყო უკვე საუბარი, ხომ არ სჯობია, გაივლოს ზღვარი და შეწყდეს დაჭერები?
-ამ ყველაფერს მივყვებით ძალიან მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ რთული კითხვა დასვით, მოდით, გავყოთ ეს კითხვები და ისე გიპასუხებთ. მარტივად ვაპირებთ ამის გაკეთებას: წარმოიდგინეთ საკითხების დიდი გროვა, საქმე უნდა დაიწყო იქიდან, რაც პირველ რიგში ფეხებში გედება. ელემენტარულად, გზა გაასუფთაო და რაც, პირველ რიგში, ხელს გიშლის, იმის გაწმენდით დაიწყო საქმე...
- ახალაია ძალიან გედებოდათ ფეხებში?
- მოდით, ამ საკითხს ასე უტრირებას არ მივცემ, საქმეები ხარისხებად ლაგდება არა იმიტომ, რომ მე მაქვს ეს პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ესა თუ ის საქმე ლაგდება იმის მიხედვით, რომელი მოესწრება რომ გამოძიებულ იქნას. "პოპკორნის" აპარატი ხომ გინახავთ? "ბატი-ბუტად" რომელი სიმინდი გადაიქცევა პირველად, ხომ არ იცი?.. 25 გამომძიებელი პროკურატურაში ზის, დღეს და ღამეს აერთიანებს და მუშაობს, მიდის საქმეების ინტენსიურად შესწავლა ყველა მიმართულებით. ეკონომიკური დანაშაული იქნება ეს, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, წამება, ცემა თუ ასე შემდეგ... რომელიც იტყვის პირველი, რომ თემა მომზადებულია, ის იქნება შემდეგი ჩვენი თემა."

ამ კაცმა პირდაპირ ტქვა: გვაქვს დასაჭერთა სიები, ვმუშაობთ მუხლჩაუხრელად და როდესაც საქმე შეიკერება, მერე მივადგებით დასაჭერადო.
და ამას რომ ჰქვია სწორედ პოლიტიკური დევნა, ეგ ეტყობა არ იცის
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა