მერე? რაც თქვი სულაც არ მატებს ღირსებას ეგ ივანიშვილს.
იმ ფონზე, როდესაც ევროპის გაოცებას აპირებს, ყველა პოლიტიკურად ღატაკი და უპოვარი არ უნდა შეიფაროს, ურაზმერო არ უნდა გახადოს პარტია და მთელი საქართველო არ უნდა აკონტროლოს.
შენ გეპარებოდა ეჭვი, რომ ბევრი ნაციონალი ყოველგვარი მოქრთამვის გარეშე შეეცდებოდა მიტმასნოდა ოცნებას, განსაკუთრებით არავერხუშკა და თან რეგიონებში?
პოლიტიკურად დაბალი კულტურის მქონე ქართველი კაცის ფსიქოლოგიაა ეგ, ძლიერთან ეძებს თავშესაფარს და არა ოცნების ღირსება.
სატანისტების ან ნეკროფილების (რა შუაშია ერთმანეთთან

) პარტიას რომ მოეგო არჩევნები, იმასთან შეეცდებოდა გადაბარგებას გრუზინი ხალხი.
ხვალ რომ შალიკომ გაიმარჯვოს, მერე იმას მიეკედლება ბევრი რიგითი მეოცნებე.
თუ სულთანის თვისებები არ გაქვს და თუ აპირებ ევროპის გაოცებას, მაშინ არ უნდა მიიტმასნო.
თუ რა თქმა უნდა მართლა აპირებ გააოცო ევროპა შენი დემოკრატიით.
თორემ დამარცხებული პარტიის დაშლა-დემონიზებას რა უნდა, მითუმეტეს საქართველოში.
სერიოზულად მეცინება ოცნებაზე, დღეს წაგებულს და დამარცხებულს რომ ერჩის და წაგებული პარტიის თუნდაც ოდნავ მაჯისცემასაც რომ ისტერიკამდე მიჰყავს.
ჩვეულებრივი გრუზინია ივანიშვილიც და მხოლოდ პასპორტის ქონა არ ნიშნავს ფრანგობას

ერთია, როდესაც საფრანგეთში დაიბადები, საზრდოობ იქაური დემოკრატიით და სისხლში გაქვს გამჯდარი.
და მეორეა, სიბერეში რომ გახდები ფრანგი, სისხლი კი მშობლიური საბჭოური დაგრჩება.
ამიტომ არ შევადარებ თუნდაც სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს დემოკრატიაზე.
ეს ბიძინას ბრალი არ არის. ჩვენ, საქართველოში დაბადებულებმა, უკლებლივ ყველამ გამოვიარეთ ეს და ძნელია იაზროვნო იმ დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის მსგავსად, სადაც თაობები იზრდება ამ ღირებულებით.
შეასუსტოს ბიძინამ ხელისუფლების ყველა რგოლის, მათ შორის თვითმმართველობის მასობრივად გაკონტროლების სურვილი და გაითავისოს, რომ არჩეული მოხელე, ხალხის სამსახურში მოსული ჩინოვნიკია და არა სულთანი და საქართველოს დირექტორი.
დამიჯერე, ასე უფრო გაოცდება ევროპა, რაც სასაცილო ფრაზა გახდა, თუმცა მაინც ყველა ჩვენგანის სურვილია, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია.
This post has been edited by Sephora on 20 Nov 2012, 01:13