სულაც არ მსიამოვნებს პირდაპირ გითხრა, მარა გოიმის პოსტია.
მიშისტები არც ქურდები არიან და არც შესტიორკები.
და რაც მთავარია ქურდობა- შესტიორკობა არ მოსწონთ.
ამიტომ სწყინთ და ეშინიათ.
და აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენები რო გაქვთ, ამას აგიხსნით.
ბიძინას გამარჯვებით ყველაზე მეტად ბუნებით შესტიორკებმა გაიხარა.
სიხარულით აბღავლებული შესტიორკების ყიჟინაა
შიგნიდან შესტიორკების.
როგორც თევზი წყალში ზუსტად ისე გრძნობთ თავს.
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ნაღდ თავისუფლებაზე,
აზრზე არ ხართ რა არის მოვალების და უფლების ჰარმონიული დაბალანსებული თავის უფლება.
ეგ არ მოგწონთ.
მოგწონთ როცა თქვენ უძვრებით ვინმე ზემდგომს და ამავდროულად გიძვრებიან ქვემდგომები.
ანუ 'ქურდი- შესტიორკა' მდგომარეობა, "დიდი კაცი- პატარა კაცი" მდგომარეობა, 'ფულიანი- უფულო' ვერტიკალი მოგწონთ
მიშამ ამ ვერტიკალის დანგრევა დაიწყო.
ხალხში დამკვიდრებულ მყარ სტერეოტიპს 'მინისტრი- დიდი კაცია' -ს შეუტია პირველად.
გააშინაურა, გააუბრალოა, გაადამიანურა "მინისტრი"
პრეზიდენტი ხელშესახები, ახლობელი და თანატოლი გახდა.
:მიშა, მიშას ყვირილი" და მხრებზე თათუნი ამ სტერეოტიპის დანგრევას ემსახურებოდა და მიზანი იყო ადამიანების განთავისუფლება.
თავისუფლებისათვის აუცილებელი განთავისუფლება.
სულ რამდენიმე წლის წინ ერთი ასაკოვანი ასპინზელი კაცი მიყვებოდა- შევარდნაძე იყო ჩვენთანო და ხელის მოკიდება მინდოდა, ნამდვილი იყო თუ არაო
ეგ ძალზე ნიშანდობლივია:
მიშამდე ჩვენ გვქონდა დიდი კაცების და მონების ქვეყანა,
და მასწავლებელი ტუალეტში არ დადიოდა.
მიშამ ამ მონობას და "ბატონ-ყმურ" ურთიერთობაზე აგებულ ვერტიკალს დაარტყა.
ადამიანის თავისუფლებისთვის.
"ქურდი -შესტიორკა" სრული ანალოგია იყო "მინისტრი- მოადგილე" დამოკიდებულებისა.
მიშამ ეგ ვერტიკალი შეაყანყალა.
თან გამიზნულად, ჭკვიანურად..
მაგრამ შესტიორკას ბუნებამ ვერ აიტანა ეგ.
აუშვეს შესტიორკა, რადგან მოაცილეს და კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს ქურდი და ბატონი.
აშვებულ შესტიორკას გაუჭირდა. მან მხოლოდ ის იცოდა, როგორ ერჩინა თავი ბატონთან ურთიერთობით.
მის გარეშე შეეშინდა
და აბუნტდა
ამ ბუნტის არსი იყო უფროსის, ბატონის, ქურდის დაჟინებული შინაგანი მოთხოვნილება.
გვეცინებოდა ამას რო დემოკრატიას არქმევდით.

სინამდვილეში ეგ მონობის სურვილი იყო.
ვისთვის სტალინი, ვისთვის ანაკონდა, ვისთვის ძლიერი ხელი, და არავითარ შემთხვევაში თავისუფლება.
მიშისტებმა იციან თავისუფლების გემო, თავისუფლების ფასი, თავისუფლების პლუსები და თავისუფლების წარმოუდგენლად მაღალი შედეგი.
წარმატება თავისუფლებაშია მხოლოდ.
მათთვის არ არსებობს არც ბიძინასავიტ "უფროსი ძმა" და არც უმცროსი ძმა
ბუნებით შესტიორკებისტვის კი არსებობს.
ამიტომაა "ამხელა რუსეტის გაბრაზება როგორ შეიძლებოდა, წავალთ გავყიდიტ ვაშლს.

აბა მეტი ჩვენ რა შეგვიძლია..

"
მონის, ყმის, შესტიორკის ფსიქოლოგიაა ეგ
ახლა ვინმე ჭკვიანი იტყვის- რა თავისუფლება, რეებს ბოდიალობ, ქურდები ნაცებმა ჩაანაცვლეს, ეგენი გვაჯდნენო.
სულელი იტყვის, რადგან ჭკვიანმა იცის:
აშვებულ შესტიორკას,
რომელმაც მისთვის სასარგებლო სიტყვა "უფლება" გაიგო მხოლოდ, ჭირდებოდა დაბმა, რადგან მან არ იცოდა სიტყვა "მოვალეობის" მნიშვნელობა.
თანდათან, მთელი ხაზი და ვექტორი იქეთკენ მიდიოდა, რო ხალხი სწავლობდა სიტვას "მოვალეობა" და იჯერებდა მის პიროვნულ მოვალეობის აუცილებლობას. ანუ ადამიანები მიდიოდნენ თავისუფლებისაკენ
მთელი ეს ცხრა წელი იყო გზა
"ბატონ-ყმობიდან"
"ქურდობა- შესტიორკობიდამ"
დიდი კაცი- პატარა კაციდან" განთავისუფლებისა
და გზა ტავისუფლებისაკენ.
ამ ცხრა წელში დაგროვდა უხილავი ცვლილებები, რომელიც ხალხის ქსოვილის შიგნით ხდებოდა.
შედეგი ამ ცვლილებებისა იყო არჩევნების დემოკრატიული გზით გადაბარება კი არადა, იმის დ ა ჯ ე რ ე ბ ა, რომ ეგ შესაძლებელი იქნებოდა.
ნახეთ და დააკვირდით ინერციით ხალხი ახლაც ზუსტად ისე დაჯერებულ მდგომარეობაშია-
ხსნიან და ხსნიან პოლებს რეიტინგების გასაგებად.
რატომ?
მათ ჰგონიათ, ისე როგორც მიშას დროს იყო, მათი რეიტინგები განსაზღვრავს ხელისუფლების კურსს

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ უსმენენ,
რომ თვითონ განსაზღვრავენ პოლიტიკას
რომ მათ აქვთა ძალა
ეს კი იმას ნიშნავს, რო აქ დემოკრატიული ცვლილებები მომხდარა.
ცხრაწლისწინანდელი მასიური განწყობა- "მე ვინ რას მეკითხება ბეჩა, რასაც უნდა იმას იზამენ, მე ერთი პატარა კაცი ვარ",
ეგ დამთავრებულა.
და რა საშინელი აღმოსაჩენი იქნება ამ ხალხისთვის, რო
რეიტინგები, მოსწონთ თუ არა "ოცნება" ფეხებზე ჰკიდით ზევით, ხელისუფლებაში.

გინდა მოეწონოს მის ამომრჩეველს, გინდა არა- ეგ სულ ცალ ფეხის წვერზე ჰკიდიათ და ძალიან ეტყობათ ეგ.
რისთვისაც სჭირდებოდათ, ის უკვე მიიღეს ამომრჩევლისგან. ამოიღებს ვინმე უკმაყოფილო ხმას და თავში წამოუთაქებენ

აბა რას მოემსახურება თქვენის აზრით ამნისტია

ვერ ხვდებით რო ეგ შიშის ვერტიკალის გასაძლერებლადაა საჭირო. უკმაყოფილოს ტრაკის დასაყენებლად?!
იმედია მიგახვედრეტ რატომ არის შესტიორკობა ცუდი და
მაგარი ხელის, ქურდის, ანაკონდას, სტალინის მოთხოვნილება საკუთარი კომლექსების, საკუთარი შიშების კომპენსირების აუცილებლობით ნაკარნახევი სურვილი.
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა