სახელობით გამოკითხვაში, ნიკების დაკოპირება დამეზარა, მაგრამ:
ოცნება: 37
ნაცმო: 30
სხვა: 5
მხოლოდ 500+ პოსტიანები.
რაც შეეხება დანარჩენს:
1. ზოგადად იკლო ჩვენმა ინტერესმა პოლიტიკის და განსაკუთრებით რეიტინგერბის მიმართ, მეც კი ძალიან იშვიათად შემოვდივარ ამ ფორუმზე და შესაბამისად ბევრ გამოკითხვას "ვმაზავ", ნაცების ინტერესმა კი პირიქით მოიმატა, მათ დავალებაც კი აქვთ ბევრ მიღებული, რომ შექმნან ფსევდო-ისტერია, თითქოს ოცნების რეიტინგი იკლებს, ქვეყანაში კრიმინალი იმატებს და ა.შ. და ა.შ.
2. ჩემი მოგონილი ამბავი არაა, რომ ნაცებს განსაკუთრებით უყვართ და ახასიათებთ ალტერნიკების გამოყენება. მაგალითად მარტო დიდგორს 7 თუ 8 ნიკი აქვს, ასევე ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ კარდუს და 098-საც აქვთ რამდენიმე სათადარიგო ნიკი და იმით პოსტავენ.

3. ძალიან უმარტივესია იმის დანახვა (მხოლოდ გარეთ გასვლა და ნაცნობებთან ლაპარაკი სჭირდება, თუნდაც უცნობებთან), რომ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ოცნების მიმართ უკმაყოფილება გაჩნდეს. პირადად ჩემს ირგვლივ ერთი კაციც კი არ გამიგია (არათუ მინახავს), რომელმაც ოცნებას მისცა ხმა და ეხლა ნაციონალებს უჭერს მხარს ან საერთოდ ოდესმე დაუჭერს მათ მხარს, ეს ცალსახად. სამაგიეროდ მრავლად ვხედავ მედროვეებს, რომლებიც ჯერ კომუნისტებს უჭერდნენ მხარს, მერე გამსახურდიას, მერე ჯაბას, მერე შევარდნაძეს, მერე მიშას და ეხლა შესაბამისად ბიძინას...აი ასეთი ხალხის ხარჯზე პირიქით 10-15%-ითაა გაზრდილი ბიძინას რეიტინგი, ესეც ცალსახად.

4. ისხედით ეხლა, აძლიეთ პოლებში ხმა და ივიშვიშეთ, რაც აქამდე მოგიტანათ ფორუმელი მიშისტი და მიშისტი არ ვარ, მაგრამების ანალიზებმა და პროგნოზებმა, იგივეს მოგიტანთ ისევ. ერთხელ ცალკე თემით მოგიწოდეთ ამისკენ და აქაც გავმეორდები: ისწავლეთ ადეკვატურობა. ყველასთვის ასე აჯობებს. ტყუილად ნუ გაქვთ იმედი, რომ თქვენი უსუსური ილუზორული იმედები და მცდელობები შედეგებს გამოიღებს და აპრილში დაუმსახურებელ პრივილეგიებსა და მუქთა პურს აღიდგენთ, უმაგისოდაც მძიმე მინიმუმ 8 წელიწადი გელით და მე თქვენს ადგილზე აქედანვე ვეცდებოდი რეალობას რაც შეიძლებოდა მალე მოვრგებოდი, რომ ეგება 8-ის მაგივრად 4 წელიწადში მაინც გამართლებულიყო ჩემი სურვილები.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey