ავიღოთ კანდიდატები ოცნებიდან და ნაციონალებიდან და შევადაროთ რომელი ჯობია.
ჯანდაცვის მინისტრი - ოცნება (არის პროფესიონალი ჯანდაცვის სფეროში, ესმის საქმე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროსთვის)
ჯანდაცვის მინისტრი - ნაციონალები (არ იყო პროფესიონალი, შეიძლება ითქვას გარტყმაში არ იყო)
ფინანსთა მინისტრი - ოცნება (არის პროფესიონალი, ამ ეტაპზე იმსახურებს ჩემს ნდობას)
ფინანსთა მინისტრი - ნაციონალი (არ ვიცი ვინ იყო)
ენერგეტიკის მინისტრი - ოცნება (არ არის პროფესიონალი ამ სფეროში, სწორედ ყველაზე დიდი დარტყმა კალაძეზე მოდის, თუმცა დარწმუნებული ვარ კალაძე თავს არ შეირცხვენს)
ენერგეტიკის მინისტრი - ნაციონალი (იყო პროფესიონალი)
თავდაცვის მინისტრი - ოცნება (ალასანია იყო და არის ყოველთვის სასურველი კადრი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის)
თავდაცვის მინისტრი - ნაციონალი (ერთი გაქცეულია, მეორე დაჭერილი)
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოცნება ( როგორც ვიცი პროფესიონალია, დანარჩენს ვნახავთ)
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ნაციონალი (ერთი იყო და "მამალი ძროხაო" გვეუბნებოდა, მეორეს ისეთი არაფერი გაუკეთებია სოფლისთვის, ამბობდნენ ლამაზი ცოლი ყავსო...

))
შინაგან საქმეთა მინისტრი - ოცნება ( ჭკვიანი ბიჭი ჩანს, გინება იცის

, ამბობს ყველას დაგიცავთო, ვნახოთ)
შინაგან საქმეთა მინისტრი - ნაციონალი (იყო პროფესიონალი, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი ხშირად უკანონობაზე გადიოდა, რაც სულაც არ ნიშნავს კარგ მინისტრობას)
იუსტიციის მინისტრი - ოცნება (ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ ეტაპზე, მერე ვნახოთ)
იუისტიციის მინისტრი - ნაციონალი (გაქცეულია, მისი გუნდის ბევრი წევრი დაიჭირეს, რაც ასევე ამყარებს ეჭვს რომ ისიც კრიმინალია, არ ვიცით რას ფიქრობდა, რას აკეთებდა, რას ჭამდა და საერთოდაც რა ცხოვრებით ცხოვრობდა

)
პრემიერ მინისტრი - ოცნება ( 1 წელიწადში ხელისუფლება შეცვალა, ის ხელისუფლება, რომელმაც მიწასთან გაასწორა ოპოზიცია, დაიპყრო მედია სივრცე, დაიჭირა ვინც კი შეიძლებოდა დაპირისპირებოდა და ა.შ., ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ მან ეს შეძლო, თან უსისხლოდ და მეტ ნაკლებად უმტკივნეულოდ )
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ, ყველა არც მახსოვს

))