Kakhaვერ დაგეთანხმებით ბატონო. კანონი (ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) ადგენს, რომ თანხმობა რო მიეცეს შუშის დამუქებაზე, ავტომობილი უნდა იყოს ან სპეცსამსახურის, ან იმ თანამდებობის პირის, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. პარლამენტარები არ არიან ის თანამდებობის პირები, რომელთა დაცვას ავტომატურად (ყველა შემთხვევაში) უზურუნველყოფს სახელმწიფო. ეხლა კიდე რა პროცედურებიცაა გასავლელი იმას რო თავი დავანებოთ (ვერ მოასწრებდა უბრალოდ) რჩება შემდეგი ვარიანტები:
ა) ჯაჭვლიანი ჯეიმს ბონდია და დადის სპეცავტომობილით
ბ) ჯაჭვლიანს ემუქრებიან და სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა
გ) ჯაჭვლიანი კანონს არღვევს და დადის დამუქებულ შუშებიანი ავტომობილით
დ) ჯაჭვლიანის არ არის ეგ მანქანა
ხოდა ეხლა ვისაც რომელი აწყობს, იმ ვერსიას მიაწვეს

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემა
1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართელოს ტერიტორიაზე მოძრაობა, რომელთა მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
3. თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება.
4. წერილობით მომართვას თან უნდა დაერთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უარყოფითი პასუხი განმცხადებელს ეცნობება იმავე ვადაში.
6. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.
This post has been edited by akila on 21 Nov 2012, 17:45