შეიძლება ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, მაგრამ ვანოს დაჭერა იქნება პანდორას ყუთის გახსნა ოცნების ხუხულას თავზე.
ვანო პოლიტიკური ფიგურა და ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანია.
მერე უმტკიცეთ დასავლეთს, რომ ეს ოპოზიციურ პარტიაზე ზეწოლა არ იყო

ვანოს ამბავი შეიძლება მართლა ბოლო წერტილი აღმოჩნდეს ევროპაში და ამერიკაში ზოგიერთის მოთმინების.
იმედია მიხვდით, რომ ძალიან ძნელია დააჯერო დასავლეთს, ნაციონალების ვერხუშკის დიქტატორობა.
მათ უკვე დიდი ხანია გააკეთეს დასკვნა, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში ამ გუნდმა განახორციელა და 1 კი არა, 1000 გაცემული სანქციაც არ აღმოჩნდება დამაჯერებელი დასავლეთისთვის, რომ ნაცები სისხლისმსმელები არიან.
ერთადერთი შეფასება დასავლეთში იქნება ის, რომ წავიდა "გაბრწყინებულ" საქართველოში ანგარიშსწორება ოპოზიციაზე.
აგერ მე და აგერ თქვენ, დაველოდოთ

არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად არ კეთდება.
საერთოდ, გურჯუსტანში ძნელია გაგება რას ნიშნავს დასავლელი მეგობრების რეკომენდაციების არგათვალისწინება.
საერთოდაც, ვერ პოულობს ხალხი განსხვავებას დასავლეთთან მეგობრობასა და რუსეთთან მეგობრობას შორის.
არაუშავს, ცოტა დაიცადეთ და გაიგებთ, მათ შორის ბევრი აქაური, ევროპა-ამერიკასთან პარტნიორობა ჯობია თუ რუსეთთან

ეტყობა არ არის მსოფლიოს ისტორიაში მოცემული საკმარისი მაგალითი სსრკ გავლენის ქვეშ მყოფი და დღეს ყელამდე მძღნერში ჩაფლული ჩრდილოეთ კორეის და აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფი ეკონომიკური სასწაულის მქონე სამხრეთ კორეის.
ასევე გურჯისთვის ნაკლებად გასაგებია II მსოფლიო ომის შემდეგ განაწილებული ინტერესები, რომელმაც შექმნა განვითარებული დასავლეთ ევროპა და ჩანეხვილი, კომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის გავლენიდან გასვლის შემდეგ 20 წელია თავს იკლავენ, ისე ცდილობენ, მაგრამ ჯერ ოდნავაც ვერ მიუახლოვდნენ დასავლეთ ევროპულ კეთილდღეობას.
ანტიდასავლელ ფორუმელთა ნაწილი საკუთარ ვიწრო ინტერესებზე აგებს პოლიტიკურ სიმპათიებს.
იყვნენ აქ ისეთებიც, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ამერიკამ ვიზა რომ არ მისცა და იმ დღიდან ევროპა-ამერიკის ლანძღვაში რომ ათენებენ და აღამებენ.
ზვიად გამსახურდიას ეპოქაა დაახლოებით, დინებას საწინააღმდეგოდ ცურვის სურვილი გაუჩნდა ერს

არის შემთხვევები, როდესაც ერებს ნეხვში ყოფნა ურჩევნიათ და საკუთარი სურვილით მიდიან განვითარებული სამყაროსგან იზოლირებაზე.
გამონაკლისები კი არ ვართ

ჩემთვის, პირადად, ძალიან პრიმიტიულად თუ შევხედავთ, ეს შედეგები აქვს ცივილიზებული სამყაროგან იზოლირებას. სატელიტიდან ღამით გადაღებული ფოტოა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის.
სხვადასხვა ხალხი კი არ არის, ერთი ერია, კორეელები. უბრალოდ, ნაწილი დაახლოებული განვითარებულ სამყაროსთან, მეორე ნაწილი კი თრაქში


ესეც SEOUL, ნაომარი ქვეყნისგან ნახევარ საუკუნეში მიღწეული სასწაული.
This post has been edited by Sephora on 25 Nov 2012, 00:37