მერიის საიტზე დევს ბიოგრაფია
http://tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5312====================
მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია
დაიბადა 1984 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში.
განათლება:
1990-2000 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის N53-ე საშუალო სკოლაში.
2000-2001წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქ. თბილისის N58-ე საშუალო სკოლა.
2001-2005 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, სპეციალობით - ფინანსები და საბანკო საქმე.
2005-2007 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით - ფინანსები.
სამუშაო გამოცდილება:
2002 წლიდან 2003 წლის დეკემბრამდე “Qartu კომუნიკაციები”.
2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის აპრილამდე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი.
2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის იანვრამდე საქართველოს კოოპერატიული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თანამდებობა – მთავარი ლაბორანტი.
2005 წლის თებერვლიდან 2005 წლის ივნისამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, თანამდებობა - კონსულტანტი.
2005 წლის ივნისიდან 2005 წლის სექტემბრამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტი, თანამდებობა – მთავარი სპეციალისტი.
2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველო, თანამდებობა – სამმართველოს უფროსი.
2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მარტამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, თანამდებობა - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2007 წლის მარტიდან 2008 წლის მარტამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი, თანამდებობა - დეპარტამენტის უფროსი.
2008 წლის მარტიდან 2008 წლის ივლისამდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თანამდებობა - უფროსი მრჩეველი.
2008 წლის ივლისიდან 2008 წლის დეკემბრამდე საქათრველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, თანამდებობა - მინისტრის მოადგილე.
2009 წლის იანვრიდან 2009 წლის სექტემბრამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, თანამდებობა – უფროსი.
2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თანამდებობა – სამსახურის უფროსი.
2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის მარტამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თანამდებობა – მინისტრის მოადგილე და სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2011 წლის მარტიდან დღემდე ქ. თბილისის მერის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.