mzesumzira
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3306
წევრი No.: 101343
რეგისტრ.: 1-October 09
|
#34118488 · 29 Nov 2012, 07:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | დააოკეთ რა ეს ბესელია, ამნისტია? |
ააა,ეხლა გაახსენდათ ბოსელიას პორთფელიო?.და არ იცოდნენ,რა კატეგორიის ადამიანთან ქონდათ საქმე?. საწკლები,ვერ ხვდებოდნენ და არ იცოდნენ ბოსელის მენტალიტეტი. * * * ფაცედან:
Maia Guliashvili
ღია წერილი ეკა ბესელიას
მოგესალმებით, ქალბატონო ეკა. ვბედავ ღია წერილით მოგმართოთ იმ იმედით, რომ თქვენ ხართ არამხოლოდ იმ ადამიანთა უფლებების დამცველი, რომლებმაც არჩევანი "ქართული ოცნების" სასრგებლოდ გააკეთეს. ამ წერილის დაწერა არ მიფიქრია მაშინ, როცა აბსოლუტურად უსამართლოდ მომექცნენ და "პირადი განცხადების საფუძველზე" სამსახურიდან "გამათავისუფლეს"; არ მიცდია მაშინ, როცა ჩემი facebook-ის გვერდიდან სამსახურის ინფორმაციის წაშლამ, გამოიწვია ნაცნობი თუ უცნობი ზარები და მრავალი შეკითხვა; ამ წერილის დაწერა არ მიფიქრია მაშინ, როცა თქვენი პარტიის მხარდამჭერები, სამართლიანობის აღდგენის იმედით, აქტიურად მთხოვდნენ, მიმემართა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. არ მიფიქრია მაშინაც, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მთხოვდა სასამართლოში შემეტანა სარჩელი. მაგრამ... ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა თქვენი და მმართველი პარტიის წევრების ყოველდღიურმა განცხადებებმა იმის თაობაზე, თითქოსდა სამსახურებიდან ათავისუფლებენ მხოლოდ მათ, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონდარღვევა ჩაიდინა. ამ შემთხვევაში თავს ვგრძნობ ძალიან შეურაცხყოფილად და ღია წერილით მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. მე კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე გიამბობთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სხვა "ისტორიებიც" არანაკლებ საინტერესო იქნება . ვცხოვრობ ბორჯომში. დავამთავრე ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. დროის სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ბორჯომის თოჯინების სახელწიფო თეატრში მსახიობად, შემდეგ თეატრის მმართველად, ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად, ტელეკომპანია "ბორჯომში" საბავშვო გადაცემების რედაქტორად, 2008-2012წწ. - ბორჯომის მუნიციპალიტეტში განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. მაქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების " გამარჯვების შემდეგ ბორჯომში, ისე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მოქმედი გამგებელი ჩაანაცვლა "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით კამკამიძემ. არ მინდა ყურადღება გავამახვილო საზოგადოების (მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მხრიდანაც ) გაწბილებაზე, რაც დავით კამკამიძის ამ პოზიციაზე დანიშნვამ გამოიწვია. მის "მოსვლას" ადგილობრივ ხელისუფლებაში მოჰყვა გამგებლის მოადგილეების დათხოვნა "პირადი განცხადებების საფუძველზე". ამის შემდგომ უკვე დაიწყო ჩვენი, სამსახურის უფროსების და ააიპ-ების ხელმძღვანელების, რიგრიგობით შესვლა "გამგებელთან გასაუბრებაზე". ცნობისთვის, 6 სამსახურის უფროსიდან 4–ს განცხადების დაწერა მოსთხოვა. იმავე "მიზეზით" სამსახურებიდან დაითხოვა ააიპ-ის ხელმძღვანელებიც. შევეცდბი დეტალურად მოგითხროთ იმ დიალოგის შესახებ, რომელიც ჩემსა და გამგებელს შორის გაიმართა. გამგებელთან ერთად ოთახში იმყოფებოდა მისი ერთ-ერთი მოადგილე და უცხო პირი (ყოველგვარი სტატუსის გარეშე). უცხო პირის დასწრება ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყო, თუმცა არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ გამგებელს ახალ პოზიციაზე დანიშნვა მივულოცე. გამგებელი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მითხრა: როგორც იცი (მაქსიმალურად შევეცდები სტილის დაცვას), არჩევნებში გავიმარჯვეთ, უმრავლესობით მოვედით და ჩვენ ერთად ვერ ვითანამშრომლებთ. შენს ადგილზე ამას ვნიშნავ და ხელით მიმითითა უცხო პირისკენ.
მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ პარტიული უმრავლესობით მოსვლა არ შეიძლებოდა მიზეზი გამხდარიყო ჩემი სამსახურიდან დათხოვნისა, გაღიზიანებული ტონით გააგრძელა: ვერ ვითანამშრომლებთ და ვსიო (სტილი დაცულია)! მაქსიმალური თავშეკავებით ჩავეკითხე: მაგ ყველაფერს მინიმუმ ჩემი განცხადება რომ სჭირდება და მე რომ არ ვაპირებ განცხადების დაწერას, როგორ მოვიქცეთ-მეთქი? აქვე დავძინე, რომ მე არ ვიყავი პოლიტიკური ფიგურა, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არასოდეს დამირღვევია კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი და ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას. ამ არგუმენტებს მოაყოლა კითხვა: აი, (მიმითითა ერთ-ერთი სამსახურის უფროსზე), ის რა, ნაციონალი არ იყო, სამსახურში რომ დავტოვე? -კი, მაგრამ ეს რას ნიშნავს, ე.ი თქვენ პოლიტიკური ნიშნით ხსნით და ნიშნავთ თანამშრომლებს, თუ მე რაღაც კარგად ვერ გავიგე?-ვერ დავმალე ემოცია. -არა, ეგ რა შუაშია (მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეთქვა). ჩვენ ერთად ვერ ვითანამშრომლებთ- გაიმეორა ისევ. ჩავეძიე ეთქვა მიზეზი. მაშინ კი მითხრა: მე ვერ ვითანამშრომლებ იმ ადამიანთან, რომელიც ეკლესიაზე რამეს იტყვისო. (!) უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა, უსამართლობისა და შეურაცხყოფის განცდა... მის ქსენოფობიურ გამოსვლას რომ თავი დავანებოთ, ის შეეხო იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ჩემთვის მეტად ღირებულია! ამის შემდეგ კი საკმაოდ ემოციური ტონით ვუთხარი: ძალიან გთხოვთ, უპირველესად საკუთარ თავს ეცით პატივი და ერთი რამ არ დაგავიწყდეთ, თქვენ აქ საკუთარ კანტორაში არ მოსულხართ უფროსად, თქვენ აქ საკრებულომ გამგებლად დაგნიშნათ და ამიტომ კეთილი ინებეთ, პატივი ეცით კანონს და თითოეულ თანამშრომელს. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნა-არყოფნას, მე განცხადების დაწერას არ ვაპირებ და თქვენ თვითონ გამიშვით თქვენი ბრძანებით! ეს ნერვულ-სტრესული მდგომარეობა დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა . ზოგადად, სამსახურში საკმაოდ მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ხალხში პანიკა იყო, რომ ჯერ სამსახურის უფროსებს გაუშვებდნენ, შემდეგ სპეციალისტებს. ამას ემატებოდა სამსახურების მომლოდინეთა გაუთავებელი რიგები, რაც გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე. მოკლედ, ეს ყველფერი ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა და 31 ოქტომბრიდან დავდექი საავადმყოფო ფურცლის აღრიცხვაზე. 2 ნოემბერს, საღამოს ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამირეკა და მითხრა, რომ მეორე დღეს გამგებლის მოადგილეს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტის შემდეგ, სამსახურში მივედი და გამგებლის მოადგილეს მივაწოდე ყველა მისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამასობაში მუნიციპალიტეტში გავრცელდა ხმა კულტურის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ. გარდა ამისა, ეს შემდგომ გავიგე, გამგებელი აიძულებდა ჩემი სამსახურის სპეციალისტებს დაეწერათ ჩემს საწინააღმდეგოდ განცხადება, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ თითქოსდა მე ვერ ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, რაზეც უარი მიიღო. მაშინ განუცხადა: სულ არ ვაპირებდი თქვენი სამსახურის ლიკვიდაციას, მაგრამ რადგან არ წერთ, მაშინ თქვენც უმუშევრები დარჩებითო. ჩემმა თანამშრომლებმა ეს არ გააკეთეს და არც მე მითხრეს, უბრალოდ გამიფრთხილდნენ. ასე რომ ვერაფერს გახდა, უკვე სხვა სამსახურის სპეციალისტის საშუალებით შემომითვალა: თუ განცხადებას არ დაწერს, სულ გავაუქმებ მაგის სამსახურს და თვითონ გასცეს პასუხი თავის თანამშრომლებსო.
სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში უმუშევარი რჩებოდა კიდევ 4 სპეციალისტი, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე განცხადება დამეწერა. "შუამავალი პირების" მეშვეობით შემომითვალა, რომ იმ დღესვე დამეწერა განცხადება. რადგან იმ დღეს, 3 ნოემბერს, ვიმყოფებოდი ბიულეტენზე, ამიტომ განცხადებას ვერ დავწერდი და შევუთვალე რომ 5 ნოემბერს, როცა ბიულეტენს დამიხურავდნენ, მაშინ დავწერდი განცხადებას. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ისევ შემომითვალა: ან ახლავე დაწეროს ორშაბათის (5 ნოემბერი) რიცხვით, ან არა და … ამასაც დავთანხმდი. განცხადება დავწერე და გავუგზავნე. ცოტა ხანში თანამშრომელს ტელეფონით დაარეკინა: განცხადებაში რიცხვი არ არის მითითებულიო. ვუთხარი ორშაბათს ბიულეტენის მოსატანად რომ მოვალ, რიცხვსაც მივანიშნებ-მეთქი. მოკლედ, შაბათ-კვირას რომ მშვიდად ყოფილიყო, საღამოს თანამშრომელი სახლში გამომიგზავნა. განცხადებაზე მინაწერი გავაკეთე "5 ნოემბრიდან". ასე წამოვედი სამსახურიდან "პირადი განცხადების საფუძველზე". ქალბატონო ეკა, და ახალი მთავრობის პატივცემულო წევრებო, ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება: რა ჰქვია ჩემს შემთხვევას? არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების დარღვევა? არის თუ არა ეს თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტება? არის თუ არა ეს არჩევნების შემდეგ ამომრჩეველზე ზეწოლა? და ბოლოს, ახალმა ხელისუფლებამ დამტოვა თუ არა უმუშევარი? P.S. ამ წერილის წაკითხვა, ვიცი ბევრს საკუთარ ისტორიას გაახსენებს ზოგს "იმათ" დროს და ზოგს "ამათ" დროს ჩადენილს. აქვე მინდა დავძინო, რომ პირველ ტალღას უკვე მოჰყვა მეორე ტალღაც და როგორც ახლახანს შევიტყვე, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან ისევ უშვებენ თანამშრომლებს, ამჯერად უკვე სპეციალისტებს. როგორც იმუქრებიან, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია... წერილი როგორ მწვავედაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მაინც თავშეკავრბული და კორექტულია. მასში გარდა ერთი სახელისა და გვარისა, ამ ეტაპზე, სხვა სახელები შეგნებულად არ ვახსენე. რადგან არჩევანი არ დამიტოვეს, საკუთარი ღირსებისა და უფლებების დასაცავად, მე უკვე თხოვნით მივმართავ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მედია-საშუალებებს და სასამართლოს. ამას ვაკეთებ სწორედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, მსგავს ფაქტებზე დუმილი დანაშაულია ჩვენი მომავლის წინაშე. თუ ახლავე, ყველამ ერთხმად, არ გამოვხატეთ პროტესტი, ხვალ სხვა აღმოჩნდება ანალოგიურ მდგომარეობაში. არ უნდა დავდუმდეთ თუნდაც იმიტომ, რომ სამომავლოდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს კონსტიტუციის 42-ე და 333-ე მუხლების ასე უხეშად დარღვევა. და კიდევ, ამას ვაკეთებ იმიტომაც, რომ მინდა იმედი დავიტოვო და დავრწმუნდე: რეგიონებში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების თვითნებობა და უპასუხისმგებლობაა და რომ მას საერთო არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების დირექტივებთან.
პატივისცემით, საქართველოს მოქალაქე მაია გულიაშვილი 5მომწონს · · გაზიარება 35 ადამიანს მოსწონს ეს.
Tinatin Darbaidze აი ამას ვერ ვიტან! ამ ორმაგ სტანდარტებს! რის იმედს იტოვებთ ქალბატონო მაია? ბესელიას იმედს? რამ გამოაშტერა ეს ხალხი ასე ძლიერად ვერაფრით გამიგია!!! ღია წერილი მისწერეთ, რას ამბობთ, ეგრევე გაეცნობა და თავს გადადებს თქვენი საკითხის გამოკვლევა განხილვისთვი...იხილეთ მეტი 14 საათის წინ · Edited · მომწონს · 7
Giorgio Gruzin გაუშვეს ხალხიო... გაუშვებენ აბა რა იქნება, მთელი თავისუფლების მოედანი სავსე რო იყო ხალხით რა გგონიათ? იმათ თვალებში სულ საოცნებო კაბინეტები და სკამები უტრიალებდათ. არადა აი მანდ შეცდნენ, მაგდენი არც კაბინეტია და არც სკამი. ან ის გგონიათ იქ ვინც იყო გასული ყველა უმუშევარია? უმუშევარი კი არა ძალიანაც დასაქმებულები. ეგ იმის ბრალია რო ქართველებს ზედმეტი ამბიცია გვაქ და ჩვენი ადგილი არ ვიცით. დეპარტამენტის მოადგილეს უფროსობა უნდოდა და დაბოღმილი იმიტო იყო ოცნების აქციაზე და ასე შემდეგ. კიდევ ის რომ, პატივცემულ 2 დიპლომიან ტაქსისტს რო კითხო დასაქმებული ხარო? გეტყვის არაო, იმიტო რო კაბინეტში არ ზის და ისე არ მიაქვს სახლში ყოველდღე 50 ლარი და კაბინეტიდან არ არჩენს ოჯახს. ის კი არ იცის რო თუ სახელმწიფოს ადამიანის გაჭყლეტა უნდა ტაქსის ლიცენზიას უცებ დაუწესებს და გაჭყლეტს. მშენებელს რო კითხო დასაქმებული ხარო? გეტყვის არაო, იმიტო რო უფროსი ინჟინერი არაა, და ქაფჩის მაგივრად ხელში ფანქარი არ უჭირავს, არადა ამასაც 2 დიპლომი აქვს. და არცერთს იმის თქმა არ უნდა რომ ეს დიპლომი რექტორისთვის გამართული 1 საცერემონიო ვახშმის სანაცვლოდ აქვთ აღებული და საქმის შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ. აი ზუსტად მაგ ხალხისგან შედგებოდა მთელი მაგათი შეკრება, და კარგი სამსახურების იმედით იდგნენ მანდ. ნუ რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ საკმაო ნაწილი ზუსტად მასეთი კატეგორია იყო. რომლებიც ითხოვენ დღეს სამსახურს და სრულიად სამათლიანად, იმიტო რო დაპირება ესეთი იყო. მაგრამ თუ არ გაუშვი არსებული როგორ მოიყვან ახალს, მაშინ შტატი უნდა გაბერო რაც აბსურდია... 15 საათის წინ · მომწონს · 12
Irine Gelashvili genacvalet simatleshi..... 15 საათის წინ via მობილური · მომწონს · 1
Darejan Mchedlidze-mumladze vaivai,bolos ra uazroba migiceria,axla shenc cruob,vitom ar ici ,rac xdeba da rasac aketeben......qvekana ingreva xalxoooooooooooooo!!!!! 14 საათის წინ · მომწონს · 6
Ruso Adamia იგივე სიტუაციაა დღეს სხვა რეგიონებშიც ...ძალით აიძულებე განცხადებების დაწერას და წასვლას..და რა კადრებს ნიშნავენ?... სრულიად არაკომპეტენტურს წესიერად ლაპარაკიც კი არ შეუძლიათ.. 12 საათის წინ · მომწონს · 2
Shorena Gogorishvili თქვენც ბესელიასნაირი ბრძანდებით ქალბატონო მაია,რადგან მას ადამიანის უფლების დამცველად,რომ მოიხსენიებთ.რას ელოდით?-კაბინეტს გაგიმზადებდნენ და კიდევ 2000 ხელფასს?გეკუთვნით ბორჯომელებს ეგ ცოტაა ჯერ ნიშნობა გაქვთ ქორწილი აწი იქნება!!!!!!!!!!!!!!! 12 საათის წინ · მომწონს · 1
This post has been edited by mzesumzira on 29 Nov 2012, 07:26
|