უკვე მოვიდა დრო რომ ვაღიაროთ. ანუ ასე ვთქვათ თვით გამორკვევის უფლება მიენიჭოთ და მხარეებად ვაღიაროთ. ყველანაირმა დედლაინმა ჩაიარა უკვე, არც პროლონგირებული ომით დაბრუნება გამოგვივიდა არც პარტიზანულ-დივერსიული საშუალებებით არც დიალოგით არც მესამე მხარეების ჩართვით. ვსიო.
ეხლა უკვე ახალი რეალობა უნდა შევქმნათ, კვანძი გავხსნათ და რაღაცა მიმართულება მიეცემა. ჩათრევას ჩაყოლა სჯობია. ადრე თუ გვიან დაიწყება ამ პროცესის რღვევა. ტენდენცია ცხადზე უფრო ცხადია რომ შეინიშნება.
ამით ბევრ წინაღობას მოვხსნით ზოგადად და პირველ რიგში მოვუხსნით ჩვენ თავს. რუსეთთან სალაპარაკოდ და სავაჭროდაც უფრო მეტი საშუალება გვექნება. ამასთან დასავლეთსაც ჩვენთან მიმართებაში ხელ-ფეხი გაეხსნება. რუსეთი უარს არ იტყვის ასიმეტრიული კონფედერაციის შექმნაზე და პრობლემას ვერ ვხედავ რომ თვითონ დადგეს მათი სუვერენიტეტის გარანტორად.
მერე კი ბიძია რაც ასწლეულები ვერ შევძელით ის უნდა მოვახერხოთ, რამენაირად ეს ხალხი უნდა ავთქვიფოთ გოგლი მოგლივით, ჩAმოვიყვანოთ თბილისში, სხვადასხვა რეგიონებში განათლება ჯანდაცვა უფასო თუ არა რაღაც მსგავსად, გადმოვაქართველოთ ნელ-ნელა და.. აფხაზეთის და ს.ოსეთის მთავარი პრობლემა ხომ ის არის რომ იქ, აფხაზები და ოსები ცხოვრობენ?
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin