http://news.coa.ge/index.php?id=6437ულტიმატუმი ქართულ ოცნებას რესპუბლიკელებისგან - იმ შემთხვევაში თუ ფარული პატრულირების შესახებ მუხლი პოლიციის შესახებ ახალ კანონში დარჩება, რეპუბლიკური პარტიის წევრები მას მხარს არ დაუჭერენ.
“ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფორმულირების მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს ქმნის ადამიანის კერძო ცხოვრებაში სახელმწიფოს შეჭრასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქციაქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრმა თამარ ხიდაშელმა.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ თავისუფალი დემოკრატები და საპარლამენტო უმცირესობა.
„კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთერთი მთავარი ჰობი არის სწორედ სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, თვალთვალი,“ - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ ქართულ ოცნებაშიც.
მის განხილვას დაჩქარებული წესით, მთავრობა ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე ითხოვდა. პროექტზე მუშაობის დაწყებას კანონმდებლები უახლოეს დღეებში აპირებენ.