სასულიერო პირები თავად სჩდიან ცოდვას, როცა ამისთანა აზრები მოსდით თავში

ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ სქესობრივ აქტს, არამედ სქესობრივ სიყვარულსაც გულისხმობს ერთი სქესის ადამიანებს შორის. როგორ შეიძლება, სიყვარული ცოდვა და ღვთის გმობა იყოს, როცა ის უდიდესი გრძნობაა ყოველ ადამიანურ გრძნობას შორის, როცა ის სიცოცხლის საწყისი და საზრისია, როცა სიყვარული ღმერთია და ღმერთი სიყვარულია?
ცხადია, სიყვარულში არ გავიაზრებ ბილწ და ავხორცულ ვნებებს, არამედ ვგულისხმობ წრფელ და გულითად სიყვარულს, სულიერ სიყვარულს, სულთა კავშირს, სულს კი, მოგეხსენებათ, რომ სქესი არა აქვს
თუმცა ადამიანს მარტოოდენ განყენებულ სულთა სიყვარული არ შეუძლია, რადგან ის თავად დუალისტური ქმნილებაა, სულია და ხორცია ერთად და ამიტომ ადამიანური სიყვარულიც სულიერ ლტოლვასთან ერთად აუცილებლად ხორციელ ლტოლვაშიც გამოვლინდება
გრიგოლ რობაქიძე წერდა:
"თუ სიყვარული უბრალო ცხოველობაა, მაშინ იგი არ არის ლამაზი, მშვენიერი. თუ იგი უსხეულო ვნებაა, მაშინ იგი არაა ცოცხალი, ხორცშესხმული. იგი ერთსა და იმავე დროს მშვენიერი სულის სურვილიცაა და ლამაზი სხეულის წყურვილიც… მშვენიერი სული ლამაზი სხეულისათვის ლტოლვილი და ლამაზი სხეული მშვენიერი სულისათვის ვნებული"
ხორციელი კავშირი სულიერი კავშირის ხორცშესხმაა, როცა იგი რწფელი სიყვარულითაა გარშემოსილი და რომლის ძალითაც ხორციელი სულიერად გარდაისახება ხოლმე, ამიტომ ჰომოსექსუალური ხორციელი კავშირიც არ უნდა ჩაითვალოს ცოდვად, თუ ის რწფელი სიყვარულის ნაყოფია და ჰომოსექსუალი წყვილებისთვისაც ისევე უნდა გაიღოს ცათა სასუფეველის კარი, როგორც "ნორმალურ" მოკვდავთათვის იღება და როგორც წმინდა სერგიუსისა და ბაქოსისთვის გაიღო თავის დროზე
კაპიტალისტური სამყარო ასეა მოწყობილი ბუნებას ხეებს ჩიტების ჭიკჭიკს ჩაანაცვლებს ბეტონი და მშენებლობა საიდანაც გაკეთდება ფული - FRIDRIX