პატიმრები, რომელთაც ამნისტია შეეხებათ, შესაძლოა, ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდნენ
პატიმრები, რომელთაც ამნისტია შეეხებათ, შესაძლოა, ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდნენ - ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი კენჭს პირველი მოსმენით ხვალ უყრის.
ამ წუთებში კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, სხდომის დასრულების შემდეგ კი გახდება ცნობილი, თუ რომელი მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულებს შეეხებათ ამნისტია.
კანონპროექტით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმცირესობა - ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ისინი მხარს არ დაუჭერენ.
http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=4856