#34212864 · 6 Dec 2012, 13:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინსვლას კი არა ძვირფასებო, იმისთანა გაცეცხლებული ვარ!
ფასები ხომ გაძვირდა და გაძვირდა. გადასახადებს - დაკლების პირი არ უჩანს, ჩვენი - მეცნიერების საარსებო მინიმუმზე სიმბოლურად მეტი ხელფასის გადახედვაზეც - ჯერ კრინტი არავის დაუძრავს. (წინა ხელისუფლების ხელიდან - მეცნიერები ისედაც მკვდრები ვიყავით). ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში ხომ ასვლა აღარ შეიძლება, ფეხზემდგომლებით არის გამოჭედილი, სამი დღის წინ დიდ დიღომში წყალი არ იყო და ,,ნაბეღლავით" პირდაბანილი ნათესავებთან გადავბარგდი, ვითომ იმ ღამეს უნდა მოსულიყო, მაგრამ არც დღესაა და როგორც ამბობენ, ხვალ 2-3 საათამდეც არ იქნებაო. მთელი რაიონი ბიდონებით დარბის სადღაც დასახლებებში. კიდევაც ვიწყევლები, კიდევაც ვიგინები. რამე უარესსაც ვიზამ. ვინმე არ შემომეპასუხოთ, თორემ პასუხს არ ვაგებ!
This post has been edited by nino darbaiseli on 6 Dec 2012, 13:25
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|