ნატოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს 5 დეკემბერს ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვდებიან.შეხვედრაზე, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება, განხილული იქნება საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტები რეფორმების განხორციელების კუთხით, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.
„ისინი განიხილავენ საგარეო პოლიტიკას და ახალი მთავრობის პრიორიტეტებს რეფორმების კუთხით, მათ შორის მის მიზნებს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის მიმართულებით“, – განაცხადა მან 30 ნოემბერს.
5 დეკემბერს ასევე დაგეგმილია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
ნოემბერში საქართველომ 1 571–მდე გაზარდა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში.
4 დეკემბერს შეხვედრის პირველ დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდებიან ნატო–რუსეთის საბჭოს ფარგლებში – ეს პირველი შეხვედრაა მინისტრების დონეზე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი მაისში პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდა. http://civil.ge/geo/article.php?id=26289= = = = = = = =
რასმუსენი: საქართველო ნატოს ‘ერთგული’ პარტნიორია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია“, როდესაც ისინი 5 დეკემბერს თავიანთ ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდებიან, განაცხადა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალის დაწყებამდე. მისი თქმით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „მოუწედებნ ყველა მხარეს [საქართველოში] შეინარჩუნონ დემოკრატიული რეფორმების ტემპი“.
რასმუსენმა საქართველოს უწოდა „ერთგული პარტნიორი“ და „ერთ–ერთი ქვეყანა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“.
„საქართველომ ავღანეთში ჩვენ მისიას სამაგალითო ერთგულება უჩვენა და ხვალ ISAF-ის მისიაში ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად განვიხილავთ ავღანეთის ძალებისთვის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხს ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“, – განაცხადა რასმუსენმა.
http://civil.ge/geo/article.php?id=26291
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?