ჯერ ერთი, არცთუ დაუსაბუთებელია, აქვთ რაღაც საფუძველიც, მეორე - საყვედურზე მეტად გაფრთხილების ფორმა ჰქონდა. მესამე და ყველაზე უარესი იყო ამაზე რეაქცია, ეს არ ყოფილა პასუხი. პრემიერმა თქვა დიდი სისულელე, რომ "პოსტი" შესაძლოა წითელ თუმნიანებზე გაიყიდა. ასეთი საუბარი უბრალოდ სიბრიყვეა - რომც დავუშვათ, რომ მართლა ასე იყო! ჩავთვალოთ, რომ ზოგადად იქაური მედიისთვის უკვე ყანაში ვართ, ამ პოლიტიკურად არაკომპეტენტური ტექსტისთვის. ხოლო ხალხის ნაწილის რეაქცია იყო უბრალოდ სამარცხვინო. უგუნური თვითმკვლელების რეაქცია, ერთი ერთზე რომ იმეორებენ კრემლის პროპაგანდას, რაღაც სასაცილო თეზისებს დასავლეთის მონობის შესახებ და ა.შ. ამდენი ტვინშეცვლილი მაინც არ მეგულებოდა ირგვლივ. ალბათ საფლავის კარამდე ვერ მოვიშლი უსაფუძვლო ოპტიმიზმს...
ნაცების მართლაც ასე და ისე რა, იმდენი გააჩალიჩეს, რომ ეს თითქოსდა საბოლოოდ ხმაჩაკლული რუსეთის შნირები ისევ გამოღოღდნენ ლაფიდან და ხმამაღლა ბედავენ დათვის უკანალისკენ "სწრაფვის" გამოხატვას. თან თურმე ნუ იტყვით, დასავლეთი წმინდა წყლის ხალხი არ ყოფილა. აღმოაჩინეს ამათაც ამერიკა.
ახალი მთავრობისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე არაერთხელ ვთქვი, რომ მას ჰქონდა ლოგიკა, რომ ამისთვის საჭიროა გონივრულად და თანმიმდევრულად მუშაობა, რომ ეს მოგვარებადია, რომ ქვეყანა არ იქცევა, ვეთანხმებოდი ბევრი მეოცნებე პოლიტიკოსის გაწონასწორებულ და რაციონალურ რეაქციას. მაგრამ რა ვქნა, რუსეთუმე პროპაგანდონები და უკურნებელი კონსპიროლოგიის მსხვერპლები ნერვებს მიშლიან და ყოველთვის მომიშლიან.
თემაში როცა ვფოსტავ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამას თემის ავტორს ვეუბნები მაინცდამაინც

და უკაცრავად, თუ ტონი ზედმეტად მკვეთრი იყო.
This post has been edited by Geronti on 5 Dec 2012, 14:54