მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ეგრე --- კოალიციაშიც ბევრნი არიან მიუღებელნი...
საერთო ,,დაწმენდას'' კი --- განათლებული, პატიოსანი, შრომისმოყვარე და უკომპრომატო კადრების გრძელი სათადარიგო სკამის რეალური-სწრაფი ფორმირება
უზრუნველჰყოფს.
ამის დაგვიანებაა ყველაზე საშიში თავად მიმდინარე ხელისუფლებისათვის.
უმთავრესი მიზეზი ნაცმოსადმი მკვეთრად უარყოფითი განწყობისა ჩემის ხედვით შემდეგშია:
სახეზეა ხრუშჩოვისეული ქართველთმოძულე ერთპარტიულ-მონოპოლიზმი და დემონსტრაცია ყველანაირი აღვირახსნილობა გარყვნა-ურცხვობისა, რომელიც პოლიტიკას მხოლოდ ბინძურთა საასპარეზოს უწოდებს და პარალელურად ჩადენილთა გამართლების პიარით სამხილებს ანადგურებს --- სადამდისაც კი ხელი და ბინძური ფანტაზია მიუწვდება.
კოალიციის მოსვლა ხელისუფლებაში თავისი ავ-კარგით --- ნაცმოს მკვეთრად უარესობის დამადასტურებელი საზოგადოდოდ შემდგარი დე ფაქტოა.
თუ ბიძინა დროულად და უმკაცრესად ,,დაწმინდავს'' კოალიციას ,,ნაგვისაგან'' --- ნაცმოს რევანშის შანსიც საპნის ბუშტს დაემსგავსება, მიუხედავად მათი კუმირის
ხელშეუვალი საპრეზიდენტო უფლებებისა --- რომელიც უსწრაფესად უნდა დაუბრუნდეს სამართლიან კონსტიტუციურ წესრიგს და ყველამ შეიგნოს ერთი უეჭველად უდავო პასუხისმგებლობა:
ხელისუფლებაში მოსვლის წამიდან ყველა ვალდებულია ერთნაირად ემსახუროს ამრჩევსაც და არაამრჩევსაც და კატეგორიულად გაემიჯნოს პარტიულობას, რის გარეშეც შეუძლებელია ხელისუფლების ორგანოთა დეპოლიტიზაცია.
ხელისუფლება ვალდებულია დაემორჩილოს მხოლოდ კონსტიტუციას და კანონებს, რადგანაც წარმოადგენენ სახელმწიფოს სახეს დროებით.
კანონმდებელთა მოვალეობა კი --- პასუხისმგებლობაა ამომრჩევთა წინაშე, რათა უზრუნველჰყონ აღმასრულებელი ხელისუფლების დეპოლიტიზირებული საქმიანობა
სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით დაკისრებული და დაკავდნენ მხოლოდ შესაბამისი კანონშემოქმედებითი პროცესებით.
პარტიული და იდეოლოგიური ,,ომებისათვის'' პარტიებმა კი:
შექმნან ცალკე ტრიბუნა ,, საგლადიატორო არენით'' და იქ ,,დაჭამონ'' თუნდაც წინასაარჩევნოდ ერთმანეთი ოთხწლიანი მარათონით არჩევნებამდე --- იგივ ფინიშამდე, სადაც ამომრჩეველი გამოუტანს მათ განაჩენს საშემოდგომო წიწილებივით..... ვინ დაყვინჩილდა, ვინ დაკრუხდა,
ვინ სატაბაკეა და ა.შ..
ქუჩურად: ,, მევასება რა ,,ნაშაა' თუ ჰერმაფროდიტია?''
,,მოწყვეტილი ვარსკვლავების ღამე'' -ა დასაწერი სასიმღეროდ.
This post has been edited by triumpi on 8 Dec 2012, 13:06