ეს წერილი პასუხია იმ აბსურდული ბრალდებისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა: „მე მივაქციე ყურადღება კადრებს, როგორ გმირივით გამოვიდა დაკითხვიდან ბატონი მერაბიშვილი. ეს ნორმალური პროცესია, რადგან ყველას გვახსოვს, რა იყო არჩევნებამდე. მან მხარდამჭერთა მობილიზებაც მოახერხა, ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდათ“.
ვანო მერაბიშვილმა უწყება საღამოს 21:00 საათზე მიიღო, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ მეორე დღის 12:00 - ზე შსს იბარებდა მას დაკითხვაზე, შესაბამისად პრემიერი იტყუება(!) ,როდესაც რამდენიმე დღიან ხალხის მობილიზებაზე საუბრობს. მაგრამ, ამ წერილის მთავარი სათქმელი პრემიერის "მოკლე ფეხები" არ არის.
მინდა დავუდასტურო პრემიერს,რომ მე და ყველა იქ მყოფი მხარდამჭერი ვანო მერაბიშვილმა მოგვისყიდა, და იმ "ფასზე" ვესაუბრო რაც ჩვენ ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა გადაგვიხადა.
1) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც ფორმიანი ადამიანი შემაყვარა.
2) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც ჩემს მეგობარს მანქანის საკეტი გაუფუჭდა და არც კი გაუფიქრებია იმ საკეტის შეკეთება, ზედმეტი ხარჯიაო ამბობდა.
3) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც ჩემმა შვილმა კომპიუტერში "ქაუნთერი" გადმოწერა და ასარჩევი დაჯგუფების ორი ვარიანტიდან "ყაჩაღები" ან პოლიციელები" , პოლიციელები აირჩია.
4) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც ჩემმა "მიშასადმი" კრიტიკულად განწყობილმა მეგობარმა პარტულის დახმარება მიიღო და აღფრთოვანებული მიყვებოდა მათი ზრდილობიანობის, ოპერატიულობის, კომპეტენტურობის და ღირსების შესახებ.
5) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც შუშის პოლიციის შენობების შემყურეს, დღესაც არ მჯერა რომ საქართველოში ვარ.
6) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც ახალციხის განახლებული რაბათი ვნახე.
7) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც პატრულში დარეკვა ბოზობად აღარ ითვლება.
8) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც იგი წინასაარჩევნო დებატებში კონკრეტული გეგმებით და თარიღებით წარსდგა.
9) დიახ, მე ვანომ მომისყიდა, როდესაც იგი " საბუთების გაყალბების" გამო დაკითხვაზე დაიბარეს. და, მე მის მხარდასაჭერად მივედი;
11:30- ზე გავიგე, რომ აქცია იგეგმებოდა. დავიკიდე, საქმეები, დავიკიდე პრეზენტაცია უნივერსიტეტში, რომელსაც დიდი ხანი ვამზადებდი, დავიკიდე "რადიკულიტი" (არ ვიცი ამ სიტყვას სწორად ვწერ თუ არა, ამიტომ ბრჭყალებით ვიზღვევ თავს.) , რომლის გამო ახლაც ვწევარ და წავედი აქციაზე. ბევრი ნაცნობ-უცნობი დამხვდა ადგილზე. თინა, რომელიც ანაფორით, ჯვრით და ფოტო- აპარატით დაქროდა. მაიკო, რომელიც "ღიპიანია" - მალე მესამე ბიჭს ელოდება. თეა, რომელიც " სატანაა". გიგა, რომელიც "კაცი-სატანაა" და "ღიპიანის" მეუღლეა. ქეთა, რომელსაც ბენზინს გადაასხამენ და დაწვავენ, როცა დრო მოვა. კაკი, რომელიც ბიბლიოთეკაში მუშაობს და ძალიან კარგი ბიჭია. კობა , რომელიც აჭარელი "ლუი დე ფიუნესია". ეკა, რომელიც გულანთებული პატრიოტია, ძალიან წვრილია და ლამაზია. ლევანი, რომელიც თარხნიშვილია და კიდევ ბევრი ჩემი თანამოაზრე. დაახლოებით ორ-სამ საათში უცხო ადამიანების, ახალი ნაკადი შემოგვემატა. ქალბატონები, რომლებმაც ტელევიზიით შეიტყეს აქციის შესახებ და მოვიდნენ. ჟურნალისტების სიმცირე იყოო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა ჩვენი არცერთი ჩანაწერი არ გააშუქა , არცერთმა "ობიექტურმა" ტელეკომპანიამ. მე ისიც კი მკითხეს, აქციაზე ოჯახის სახელით ვიყავი, თუ როგორც ლოლა ლომიძე.
შორი ახლოს კიდევ რაღაც "სასტავი" დაილანდა. მივედი და ასანთი ვთხოვე, მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ. თვალებში გვიყურებდნენ და გვაგინებდნენ. ცოტა ხანში ჩვენზე მადლი გადმოვიდა და თვით ნეტარი ელდარი(კურტანიძე) გამოგვეცხადა. შექანდა შსს-ს შენობაში, გამოქანდა, იმ საეჭვო ხალხთან მიქანდა, ხელი ჩამოართვა და გაქანდა, "საეჭვო" სასტავის გაჰყვა, შეჯგროვდნენ და დაუწყეს ერთმანეთს გინება. (აი ამ ადგილას ძაან მეცინება). რამდენიმე მოქნეული მუშტიც კი დააფიქსირა ტელეკამერებმა. ხოდა ელდარიც გაქრა.
სიტუაცია იძაბებოდა, "საეჭვოები" დაზვერვაზე აგზავნიდნენ ცალკეულ გიენისებრ მამრებს. გიენისებრ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ერთი გიენა, კუდამოძუებული,წელში მოკაკვული, თვალებდაჭყეტილი, სუნიანი და ოფლიანია, როდესაც მტრის ბანაკს უახლოვდება. მტრის ბანაკი ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით. ხოდა მოვიდოდნენ ჰაერს გაგვიფუჭებდნენ და გაიძურწებოდნენ. თავის სასტავს როგორც კი შეუერთდებოდნენ თვალებს კიდევ უფრო აფართოებდნენ,ხმას იბოხებდნენ და იგინებოდნენ. ჩვენ გაცილებით ბევრნი ვიყავით, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ვის გაუგია ბევრი გიენა ცოტა ლომს მორეოდა. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. ასე გაგრძელდა ხუთი საათი. მე ბოლომდე დავიკლაკნე, დავიგრიხე, გავსაცოდავდი, მაგრამ ვიდექი, ხან მანქანებს ვეყრდნობიდი.
ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ვანოს უშვებდნენ, შევიკარით ერთ მუშტად, თავი დინამოს სტადიონზე მეგონა, ყველას რომ ყველა უყვარს, ყველა რომ ერთი საქმისთვის არის მისული, ყველას რომ საერთო დროშა აქვს, ყველა რომ ერთ ენაზე მღერის საკუთარი ქვეყნის ჰიმნს და საერთი ენაზე იგინება. შევიკარით და დავდექით " დერეფანში" . ვიღაცეები ჩურჩილობდნენ: "რას მოვესწარით, ვანო რომ ჩვენი დასაცავი გახდაო..." . აი, ალბათ ამ მობილიზებას გულისხმობდა ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი პრემიერი, თუ პირიქით - დიდი ქვეყნის პატარა პრემიერი? ნუ, როგორც არის.
მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი შენობის გარეთ, კიბეებთან ელოდებოდა ყოფილ პრემიერს, რამდენიმე კი შიგნით, შენობაში ვიყავით. მე ვანო მერაბიშვილის პირადი დაცვის წევრების შორის აღმოვჩნდი. გარეთ ტაში და შეძახილები არ წყდებოდა, შენობაში კი ბუზის გაფრენის ხმა ჩემმა ტაშმა ჩაახშო, ჩაახშობდა აბა რას იზამდა ,როცა ჩემს კინკილა ტაშს მაესტროს ჟურნალისტებიც კი აყვნენ.
მოკლედ, შენობიდან ეზომდე მონაკვეთი ვანოს დაცვის წევრების მიერ გაკეთებულ კორდონის კომპონენტად გავიარე. გარეთ საგიჟეთი დაგვხვდა!
მერე იყო ვანოს კომენტარი, მერე იყო მანქანამდე მიცილება, ისევ ტაშის და შეძახილების ფონზე. ჩაჯდა და წავიდა, ხელს კი მანამ გვიქნევდა სანამ მანქანა თვალს არ მოეფარა.
ხოდა, ბატონო ბიძინა, რას ფიქრობთ, როდესაც თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, მაინტერესებს " ფასი" , რის გამოც თქვენი მხარდამჭერები მოვლენ და დადგებიან თქვენს გვერდით. მაინტერესებს იმ ასოების " პრობა" , რომლითაც თქვენი სახელი "ამოიქარგება" საქართველოს ისტორიაში. მაინტერესებს, ის უწყება, რომელიც უშუალოდ თქვენი რეფორმის შედეგად იქნება გარდაქმნილი, უკეთესობისკენ რა თქმა უნდა, თორე ამ ეტაპზე ბევრია ასეთი უწყება, სამწუხაროდ. და ბოლოს, ბარემ ისიც მითხარით რამდენი წლით ჩამაჯენთ ამ წერილის გამო.
გმადლობთ.
ლოლა ლომიძე,

უი, გია ნოდიას მეუღლე ყოფილა ჩვენი ლოლა
გაიქეცი ლოლა, გაიქეცი ( მაგარი ფილმი გამახსენდა

)
This post has been edited by @-MARIE-@ on 9 Dec 2012, 20:34