არადა, რეიტინგში ჯერაც წინ ყოფილან.
NDI - ტელევიზია კვლავ ინფორმაციის მთავარი წყაროა
http://www.media.ge/stories/nditeleviziakvlavinpormaნაციონალურ-დემოკრტიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2012 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 89 პროცენტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად პირველ წყაროდ კვლავ ტელევიზიას იყენებს. დაახლოებით 6 პროცენტი იღებს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერნეტით, 1 პროცენტი - ჟურნალ-გაზეთების საშუალებით, ასევე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან.
კვლევა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესუირსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა.
კვლევის მხიედვით, ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს (გამოკითხულთა 85 პროცენტი), „პირველ არხს“ (გამოკითხულთა 58 პროცენტი), მეცხრე არხს (53 პროცენტი) და მაესტროს (46 პროცენტი). ადგილობრივ მაუწყებლებს მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად გამოკითხულთა მხოლოდ 34 პროცენტი იყენებს. კვლევებში ვერ მოხვდა ტელეკომპანია „იმედი“, რადგან საველე სამუშაოების ჩატარების პროცესში „იმედს“ არ ჰქონდა საინფორმაციო მაუწყებლობა.
ინტერნეტის მეშვეობით მოქალაქეთა 11 პროცენტი უყურებს „მეცხრე არხს“, 9 პროცენტი - „მაესტროს“, 8 პროცენტი კი - „რუსთავი 2“-ს.
ნდობის თვალსაზრისით გამოკითხულთა 36 პროცენტი ენდობა ტელეკომპანია „მეცხრე არხს“, 31 პროცენტი - ტელეკომპანია „მაესტროს“, 30 პროცენტი საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნებას’. შედარებით ნაკლები ნდობა აქვთ გამოკითხულებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „კავკასიისა“ და „პირველი არხის“ მიმართ.
კვლევის პროცესში დაისვა კითხვა, თუ ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს ესა თუ ის სატელევიზიო არხი. გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ გამოხატავს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“ და „კავკასია“ კი - „ქართული ოცნების“ ინტერესებს. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად აღიქმება ტელეკომპანია „აჭარა“, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დეპარტამენტი მართავს.
კვლევის მიხედვით მოქალაქეთა ნახევარი სატელევიზიო სიგნალს იღებს მიწისზედა ანტენის საშუალებით, 28 პროცენტი - სატელიტური ტელევიზიის მეშვებობით, 30 პროცენტი კი საკაბელო ტელევიზიის მომხამრებელია. თუმცა NDI-ს ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ გამოკითხულთა ნაწილი შესაძლოა ერთდროულად ანტენის, საკაბელო ტელევიზიის და სატელიტური ანტენის მომხამრებელი იყოს.
კვლევისას კითხვა შეეხებოდა Must Carry-ს პროცესსაც, რაც გულისხმობს საკაბელო კომპანიების ვალდებულებას თავის ქსელში ჩართოს ყველა საერთო მაუწყებელი. გამოკითხულთა 56 პროცენტს ამ საკითხზე არ აქვს ინფორმაცია, თუმცა მათი 67 პროცენტი ეთანხმება, რომ ეს ვალდებულება უნდა გაგრძელდეს.
„მირჩევნია ვუყურო ისეთ ახალ ამბებს, რპომელიც თანაბრად აშუქებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსაზრებებს“, - ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 82 პროცენტი ეთანხმება.
This post has been edited by Geronti on 13 Dec 2012, 13:21