http://news.boom.ge/geo/11/20121211/2119369/ლაურა ღაჭავა და „ბანკი ქართუ" მორიგებაზე შეთანხმდნენ
11 დეკემბერი 2012 წელი 19:11
თბილისი (GBC) - ლაურა ღაჭავა და „ბანკი ქართუ" მორიგებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, შპს „პირიმზესა" და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა, - გადაწყვეტილება მომრიგებელმა საბჭომ მიიღო.
მომრიგებელი საბჭოს ცნობით, შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას" გადახდისუუნარობის საქმეში სასამართლოს მიერ აღიარებულია შემდეგი კრედიტორები: შემოსავლების სამსახური 24 269 502,19 ლარით, სს „ბანკი ქართუ" 397 302,85 ლარით და სს „თიბისი ბანკი" 2 484 448,20 ლარით.
კიდევ ერთმა კრედიტორმა შპს „ PP"-მ, რომლის 100%-იანი წილი 6 დეკემბერს ლაურა ღაჭავამ შეიძინა, თანხმობა განაცხადა, მოვალის მიმართ სს „ბანკი ქართუს" მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
http://www.commersant.ge/?id=134342012-12-12 11:30:38
ლაურა ღაჭავა: გამოიკვეთა, რომ ,,პირიმზეს’’ დავალიანება არ აქვს
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ,,პირიმზის’’ ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სააქციო საზოგადოება ,,პირიმზე’’, რომელიც ბიზნესმენს ეკუთვნოდა, სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გამო დაყადაღდა.
საგადასახადო „პირიმზეს“ ძველ დავალიანებას ედავებოდა, რის გამოც კომპანიის ქონება აუქციონზე გაიტანეს. “ქართუ ბანკი” კი, სადაც ღაჭავას სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ ეს შენობა ჰქონდა ჩადებული, პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მაშინ რამდენიმე ასეთი ობიექტის გამო “ქართუ” ზარალზე გავიდა, რადგან გაცემული სესხების დიდი ნაწილი უზრუნველყოფის გარეშე დარჩა.
მაშინდელი ოპოზიციის და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა, რათა ბიძინა ივანიშვილის ბანკისთვის პრობლემა შეექმნათ. ახალი მთავრობის პირობებში ლაურა ღაჭავამ ქონების დაბრუნებისთვის სარჩელი სასამართლოში შეიტანა. სასამართლო პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო. თუმცა, ღაჭავა “კომერსანტთან” აცხადებს, რომ პროცესზე გამოიკვეთა, რომ ,,პირიმზეს’’ დავალიანება არ აქვს და ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.
ღაჭავას თქმით, ამჟამად ,,პირიმზე’’ ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია.
This post has been edited by bochormeli on 13 Dec 2012, 19:29