ეკონომიკის სამინისტროში თანამდებობის პირებზე
ნოემბერში პრემიის სახით გაიცა 120 815 ლარი,
დანარჩენ რიგით თანამშრომელზე კი - 335 075 ლარი.
დეკემბერში ხადურის უწყებამ პრემიის სახით გასცა სულ 306 700 ლარი,
აქედან 246 760 რიგით თანამშრომლებს
59 940 კი თანამდებობის პირებს.
’2012 წლის ბოლოს ფინანსთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს თითქმის 24 საათის განმავლობაში მოუწია მუშაობა, რათა ცალკეული ჯგუფების ფუფუნებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ნაცვლად, მოსახლეობისთვის წარედგინათ ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რაც შეიძლება სწრაფად მოემზადებინათ ცვლილებების პაკეტი საგადასახადო კოდექსში და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი გადამხდელებს 1 იანვრიდანვე ეგრძნოთ.
სწორედ აღნიშნული სამუშაოს კვალიფიციურად შესრულებისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოიძებნა სახსრები და წინასაახალწლოდ, ფინანსთა სამინისტროს ყველა თანამშრომელმა მიიღო ხელფასი და ხელფასზე დანამატი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცის მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბიუჯეტში თავად შეიმცირა საბიუჯეტო ასიგნება 18 მილიონი ლარით" ___ ამბობს ნოდარ ხადური.
თითქოს ვალდებული არ იყო!!! ამ ყველაფერში იღებს ხელფასს, და ამისთვის არის ის ფინანსთა მინისტრი. თუკი ასე იმუშავე ცოტახანი, წლის ბოლოს ერთი პრემია დაიწერე და ამაზე ხმას ვინ გაგცემს? ორი თვეა მუშაობს და ორივე თვეში პრემია ??
ასეთი პრემიები იმ ქვეყანაში სადაც 1 მილიონი ადამიანი ღარიბია და 440 ათასი ადამიანი უკიდურესად ღარიბი
სამარცხვინოა, წინა ხელისუფლებას რათ ვემდუროდით აბა??? ისიც ამბობდა კარგი მუშაობისთვის ვიღებთ პრემიებსო.
Lashavera