ლოგიკააა საოცარი

))
თურმე რასაც აკეტებდა, იმიტო აკეთებდა რო დიქტატორი იყო.
და რაც არ გაუკეტებია, იმიტო არ გაუკეტებია, თურმე, რო ქვეშაჯვია გახლდათ.

ანაკონდა და რემბო, რო დაგარტყამს და ამერიკაში გაგაფრენს- აგეთ მაგრობებზე სხვა იფსამს სიამოვნებისგან,
მიშისტებს განსხვავებული გემოვნება აქვს და პირიქით ეგეტები გულს ურევს.
სიმამაცე კი სხვა განზომილებაში იზომება
წარმოუდგენელი სიმამაცე იყო პარლამენტში შესვლა, როცა ბურჯანაძემ - უი ეგენი მართლა პარლამენტში შედიანო- უკან რო დაიხია
წარმოუდგენელი იყო ქურდებთან ომის გამოცხადება,
ყველა იმ რეფორმის დაწყება, რომელიც დაიწყო. იმ ხალხში , იმ მენტალობის და ღირებულებების საზოგადოებაში დაწყება იყო სიმამაცე,
თორე ველოსიპედი არ გამოუგონებია.ამკვიდრებდა იმას, რაც ცივილური საზოგადოებისტვის ნორმაა
თურმე ცუდი ყოფილა 20 ევროიანის ჩაკუჭვა როა საჭირო უკრაინის აეროპორტში- დასცინოდა ამას წინათ დავით ზურაბიშვილი ქრთამისტ უკრაინის აეროფლოტს და შესაბამისად უკრაინასაც.
მაშასადამე კარგი ყოფილა მიშამ ამ 20 ლარიანების ჩაკუჭვა რო დაასამარა და ახლა ისევ თხრიან
მოკლედ მერო, რა მინდა გითხრა:
ბიძინა ივანიშვილმა სულ რო ლიკვიდაცია გააკეტოს მიშასი, მისი გუნდის და რამდენიმე ათეულ-ასეული მიშისტის,
მთელი მათი ოჯახები წვრილ-შვილიანა რო ამოწყვიტოს, ამ ცხრა წელს ძვრას ვეღარ უზამს.
სისტემის ჩამონგრევა შეიძლება, კიდე რამდენიმე ტვე და ჩამოშლიან უპრობლემოდ, თუ მოინდომეს,
მარა დარჩა ხალხი, ახალი თაობა, რომელიც უკვე სხვა ურთიერთობებსაა შეჩვეული.
მათ აქვთ შედარების საშუალება,
და ასევე განცდა, რო ტვითონ არიან ღირებულები, თვითონ ქმნიან პოლიტიკას, რადგან მათ აქვთ არჩევანის ტავისუფლება.
ეს ილუზია გაუჩნდათ და აი ამას უკვე აღარ დათმობენ.
ეგ შესტიორკობაზე უარის თქმის სინდრომია და ხელახლა მყარ შესტიორკებად ხალხს ვერც ბიძინა ვეღარ აქცევს და ვერც ჯაჭვლიან-კურტანიძეები, გლეხოვიჩ-ტარიელაონიანები, სტურუა-მაღრაძეები
გამორიცხულია.
დაიხევს ხალხი, შიშისგან ენაც შეიძლება ჩაიგდოს მუცელში, მარა კარგი რომ ყოფილა მიშა, ამას აუცილებლად აღიარებს.
ის ცხრა წელი გადარჩება და თქვენს "ქვეშაჯვია დიქტატორზე" მერე ლეგენდებსაც შექმნის.
ეგეთია ხალხის ბუნება.
და ეგეთია ჟანრის კანონი, რომელიც ურყევად სრულდება სულ.
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა