ბევრი ვფიქრობდით ეგრე, მაგრამ სამწუხაროთ პროგნოზები გამართლდა, ნაცების ფავორიტი აირჩიეს, აბსოლუტურად არაკომპეტენტური კანდიდატი
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს20:13 26-12-2012
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცამეტმა წევრმა ხუთ კანდიდატს შორის გააკეთა არჩევანი. მათგან 8 ხმა გიორგი ბარათაშვილს ერგო . ფარული კენჭისყრის შედეგად სამი ხმა მიიღო ნათია აბრამიამ, ხოლო 2 ხმა ერგო კიდევ ერთ კანდიდატს, მეგი თავდუმაძეს.სულ კენჭისყრაში 5 კანდიდატი მონაწილეობდა. აბრამიას, ბარათაშვილის და თავდუმაძის გარდა კენჭს იყრიდნენ ნიკოლოზ მახარაშვილი და თინათინ რუხაძე, რომლებმაც ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის არჩევის პროცესი მაუწყებლის პირველ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
როგორც კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ განუცხადა, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე ოფიციალურად მას შემდეგ დაინიშნება, რაც ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს და ამისთვის გაწერილია ხუთდღიანი ვადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ექვსწლიანი ვადით აირჩევა. გიორგი ბარათაშვილი წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში ის იყო გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკური მიმართულებით. გიორგი ჭანტურიას გადადგომის შემდეგ კი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური ორი კვირის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად პირველ ეტაპზე 143 კანდიდატი იბრძოდა. საბოლოოდ, არჩევანი მეორე ტურში გადასულ ხუთ კანდიდატს შორის გაკეთდა.
იხილეთ ვიდეო: "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...i-airchies.html
* * *
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
https://www.facebook.com/arasazmaus= = = = = = = = =
Vasil Maghlaperidze
ვინც ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელის ამ ბორდის პირობებშიც შეიძლებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, ნებსით თუ უნებლიეთ, ახდენდა არსებული ბორდის ლეგიტიმაციას. ასევე მოახდინეს ბორდის ლეგიტიმაცია მათაც, რომელთაც განცხადება შეიტანეს დირექტორობაზე და ამით დაადასტურეს, რომ ბორდის არჩევანს ენდობოდნენ. ბორდმა კი თქვა, ნეტარ არიან მიამიტნიო და თავისი საქმე გააკეთა.
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?