გავსულვართ 40 გვერდს
სამი დღეა დევს და 30000-მდე მნახველი ჰყავდა თემას
ფოტოები, დზაან სკურპულოზურად შევისწავლეთ
ახლა კითხვა, რომელიც თქვენ არ დაგებადებოდათ :
რატო არ დაიდო ერთი კინკილა პოსტი მაინც, ასეთი:
- ამას ვიცნობ და ეს ცუდი ადამიანია,
-ბოროტია
-ისეთი საძაგლობები აქვს გაკეტებული
.- უი რა უნამუსოა..
შეუძლებელია ამდენი ხალხიდან ვინმე ვინმეს ყურმოკრული ნაცნობი არ იყოს
ხოდა რატომ?!:D
ასე აგინებთ პრეზიდენთთან შეკრებილ ხალხს და ერთი დასაბუტებული არგუმენტი არაწესიერობის რატომ არ გამოინახა თუნდაც ერთზე მაინც.

))
ასე რომ ჩემო კარგო ქოცებო,
მორჩით ლანძღვას.
ნუ იკნინებთ თავს.
(ფოტოს რო ტავი ვანებოთ, აგერ კარდუ გყავდათ ყველაზე შეძულებული და გამპრავებლობის გარდა, სხვა არგუმენტი, მისი ცუდობის დამადასტურებელი,
ამ წლების განმავლობაში არ გამოიძებნა.

)
მე ამას, თქვენს ადგილზე, აუცილებლად მივაქცევდი ყურადღებას და დასკვნასაც გავაკეთებდი, რომელიც სულ მცირე ეგეთი იქნებოდა-
-თურმე მე ვცდები, არ ვაზროვნებ კარგად,
-ჩემი შეხედულებები და წარმოდგენები არასწორია
ე.ი. არის სხვა, ხდება სხვა რამ,
სხვა რამეშია მიშისტობის მიზეზი, რომლის შესახებ მე წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ ვერ ვხვდები.

))
უფრო მეტიც: ჩემს თანამოაზრე ისეთ ქოცებთანაც გავაკეტებდი თვითიდენტიფიკაციას, რომელსაც ყველა ჭკვიან და კარგ ადამიანად თვლის, და დავფიქრდებოდი რატომ აქვს
მას ჩემგან განსხვავებული პოსტინგი,
რატომ არ ემთხვევა ჩემი წარმოდგენები მის წარმოდგენებს.
და რომ არ ემთხვევა, ეგ ფაქტია
არც ერთ მათგანს, ვისაც ფორუმზე ნაცებიც და ქოცებიც ერტნაირად მიაგებენ პატივს,
არ დაუწერია
- ნახე ეს მლიქვნელები,
ეგ მონები,
ეგ მრევლი,
ეგ სექტანტები,
და აშ. ისეტები, რაც უბრალოდ სამარცხვინოა და გონებასთან ძაან შორია.
ამ პოსტის მიზანი სულ არ არის "რაც კარგები ვართ, მიშისტები ვართ",
არც ფარული და არც ღია.
ამგვარი პრიმიტივისგან ქე ვარ შორს , და ეგ რო ასეა, ბევრ თქვენგანთან მტკიცება არ მჭირდება.
საკმაოდ კარგად ვიცნობ ადამიანებს
სხვა მიზანი აქვს- სურვილი, გადავიდეთ ურთიერთობის ცივილურ ფორმაზე
ურთიერთობის ცივილური ფორმა კი საკუთარ თავმოყვარეობაზე ზრუნვასაც მოიცავს:
არ უნდა დაწერო, არ თქვა ისეთი, რის გამოც სულელთა რიცხვში ჩაითვლები ავტომატურად- თავკონტროლი ნამეტნავად კაი სიტყვაა.
თავკონტროლი კი თვითიდენტიფიკაციის და თვითლუსტრაციის აუცილებლობას გულისხმობს და ისაა, რასაც "შეიცან თავი შენი" ჰქვია.
ანუ რა არის ცივილური ურთიერთობა - ეს არის თავშეცნობილი (და მაშასადამე სხვების მცნობელი) ადამიანების ურთიერთობა.
თავშეცნობილი ადამიანები ინდივიდები არიან.
ვერ გავაღწევთ 'მიშა -ბიძინა', 'ეს პარტია-ის პარტია' წრიდან,
თუ არ აღმოვაჩენთ და პატივს არ მივაგებთ საკუთარ სახელს და გვარს , საკუთარ ნიკს, რომლის უკანაც ინდივიდი უნდა იდგეს და არა ერტხმაში მოყაყანე.
საზოგადოება რომელიც წუხს, რო ხელისუფლება აზის ტავზე, უტავმოყვარეო, არაცივილური ხალხის ერთობაა და არა.
ინდივიდების, ტავისუფალი ადამიანების საზოგადოება.
თავზე თუ აზის, მხოლოდ იმიტომ, რო თვითონ იჯებს თავზე
წინ თუ მიდიან უღირსები, მხოლოდ იმიტომ რო წინ უშვებენ.
და ყოველთვის გაუშვებს ის საზოგადოება, რომელიც ინდივიდებისგან არ შედგება.
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა