ვაპირებთ მედიკოსების, იურისტების და ისტორიკოსების ჩაწერას
ჩამოვწერეთ კითხვები გადახედეთ და მოგვწერეთ თქვენი აზრი
კანაბიელი NGO For Cannabians
კითხვარი მედიკოსებს
1. რა აზრის ხართ კანაფზე, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ?
2. ჩატარებულა თუ არა საქართველოში სამეცნიერო კვლევა კანაფზე?
3. არის თუ არა საქართველოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ასეთი კვლევის ჩასატარებლად?
4. გაქვთ თუ არა ინფორმაცია სხვა ქვეყნებში კანაფზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შესახებ?
5. (თუ აქვს) კვლევის შედეგები, ქვეყანა, სანდოობის ხარისხი (მისი შეფასებით).
6. სმენია თუ არა სხვა ქვეყნებში მარიხუანის სამედიცინო მიზნებით გამოყენების შესახებ და თუ სმენია რა აზრისაა ამის შესახებ.
7. თავად თუ მოუწევია კანაფი.
8. მისი დამოკიდებულება კანაფის მიმართ ეყრდნობა რომელიმე სამეცნიერო კვლევის შედეგებს, თუ ეს მისი პირადი პროფესიული აზრია?
9. მიიღებდა თუ არა კანაფთან დაკავშირებულ კვლევაში მონაწილეობას?
10. იძლევა თუ არა დღეს მოქმედი კანონმდებლობა ასეთი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას?
11. არსებობს თუ არა კანაფის დიდი დოზის მიღების გამო გარდაცვალების შემთხვევა სამედიცინო პრაკქტიკაში?
სავარაუდო სამიზნე ჯგუფი: ნევროპათოლოგი, ანესთეზიოლოგი, ნარკოლოგი, ფსიქოლოგი, ოფთალმოლოგი, ონკოლოგი, ფარმაცევტი.
ინტერვიუს მიზანი: ინტერვიუს მიზანია გაარკვიოს ქართველი მედიკოსების დამოკიდებულება კანაფთან, ეყრდნობა თუ არა მათი დამოკიდებულება სამეცნიერო კვლევის შედეგებს.
კითხვარი იურისტისთვის
1. რა აზრის ხართ კანაფზე? იცით თუ არა მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ?
2. სმენია თუ არა რაიმე სამეცნიერო კვლევის შესახებ, საქართველოში ან სხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შესახებ.
3. ჰქონია თუ არა პირად პრაქტიკაში სამქე, რომლის ფარგლებშიც იცავდა კანაფის შენახვისა და/ან მოხმარების გამო ბრალდებულ პირს.
4. მისი აზრით რა უდევს საფუძვლად საქართველოში კანაფის მოხამრებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობას.~
5. რა აზრის არის დეკრიმინალიზაციაზე?
6. იძლევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა კანაფზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობას?
7. აძლევს თუ არა კანონმდებლობა ექიმს შესაძლებლობას, საჭროების შემთხვევაში კანაფი დაუნიშნოს პაციენტს, როგორც სამკურნალო საშუალება?
8. თავად მოუწევია თუ არა ოდესმე კანაფი.
9. როდის და რა საფუძვლით მოხდა ქართულ კანონმდებლობაში კანაფის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.
10. როდის და რა საფუძვლით მოხდა პირველად ისტორიაში კანაფის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე?
სამიზნე ჯგუფი:სისხლის სამართალში მომუშავე იურისტი (პოკურორი, ადვოკატი, მოსამართლე).
ინტერვიუს მიზანი: რა საფუძვლით მოხდა ქართულ კანონმდებლობაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა.
კითხვარი ისტორიკოსისთვის
1. მარიხუანის ისტორია. სამშობლო, პირველი ცნობები მარიხუანის შესახებ.
2. რა ინფორმაცია არსებობს საქართველოს ისტორიაში კანაფის მოხმარების შესახებ.
3. არსებობს თუ არა ცნობები კანაფის სამკურნალო ან სამეურნეო გამოყენების შესახებ?
4. როდის და სად მოხდა პირველად კანაფის მოხმარების შეზღუდვა და რა იყო ამის მოტივი?
სამიზნე ჯგუფი: ისტორიკოსი.
ინტერვიუს მიზანი: ზოგადი ინფორმაციის მიღება კანაფის, მისი განვითარების და მასთან დამოკიდებულებების ჩამოყალიბების შესახებ.
https://www.facebook.com/pages/%E1%83%99%E1...134286323410838 This post has been edited by HELPme_ on 13 Mar 2013, 19:35