NGO "კანაბიელი"
ააიპ „კანაბიელი“ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზნებია:
ინფორმაციის მოძიება და გავრცელება კანაფის მოხმარების და შესაძლო შედეგების შესახებ. იმის გამო, რომ საქართველოში „კანაფის“ გამოყენება სამედიცინო სფეროშიც აკრძალულია, არ ჩატარებულა არც ერთი მეცნიერული კვლევა, რომელიც მყარ მეცნიერულ არგუმენტებზე დაფუძნებით დაადგენდა კანაფის სასარგებლო და უარყოფით თვისებებს. საქართველოში კანაფის აკრძალვა ძირითადად დაფუძნებულია მოსახლეობის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, რაც არ ემყარება არანაირ მეცნიერულ არგუმენტაციას. ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ინფორმაცია იმ კვლევების შესახებ, რომლებიც მრავლად ტარდებოდა სხვადასხვა დროს იმ ქვეყნებში, სადაც კანაფის გამოყენება სამედიცინო სფეროში დაშვებულია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც კანაფის დადებით ისე უარყოფით მხარეებზე.
კანაფის მოხმარებისთვის ბრალდებულ პირთა ადვოკატირება და რეაბილიტაცია. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანაფის მოხმარებისათვის, მათ შორის ჯარიმას ხუთასი ლარის ოდენობით. ხშირ შემთხვევაში კანაფის მოხმარებისთვის ბრალდებულ პირებს არ აქვთ საშუალება აიყვანონ ადვოკატი, რის გამოც დიდია საპატიმრო სანქციების გამოყენების შემთხვევები. ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ ასეთი ადამიანების სამართლებრივი დახმარება, რათა შევამციროთ კანაფის მოხმარებისთვის დაპატიმრებულთა რიცხვი. ამავდროულად ჩვენი ამოცანაა ყოველი ასეთი შემთხვევა იქნეს შესწავლილი და დავეხმაროთ ამ ადამიანებს რეაბილიტაციაში.
საკანონმდებლო და სამეცნიერო ინიციატივების შემუშავება სფეროს უკეთ დარეგულირების მიზნით. ჩვენი აზრით კანაფის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, არალოგიკურად დიდი სასჯელია და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს დეკრიმინალიზაცია. მეორეს მხრივ კი იმ უამრავი სამეცნიერო კვლევის გათვალისწინებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდებოდა, არალოგიკურია სამედიცინო სფეროში მისი გამოყენების აკრძალვა. ჩვენი მიზანია ამ კვლევების გათვალისწინებით კონკრეტული წინადადებების შემუშავება, რაც პირველ ეტაპზე ქართველ მედიკოსებს საშუალებას მისცემს თავად ჩაატარონ კვლევები და გამოიყენონ ამ მცენარის დადებითი თვისებები, ხოლო საბოლოოდ მათი დასკვნების საფუძველზე მოხდეს კანონმდებლობაში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
ამავდროულად ორგანიზაცია „კანაბისი“ მიიჩნევს რომ ნარკომანია, თუნდაც მისი ყველაზე მსუბუქი ფორმით, იქნება ეს ალკოჰოლიზმი, თამბაქო თუ კანაფი, ადამიანისთვის მავნებელია და ემხრობა ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუმცა მიგვაჩნია, რომ უნდა დადგინდეს არის თუ არა საზოგადოებისთვის კანაფის მოხმარება ისეთივე საფრთხეების შემცველი, როგორც ეს ხდება ოპიუმის, ჰეროინის, კოკაინის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მისი გამოყენება გონივრულია გარკვეულ დაავადებებთან მიმართებაში და არ აქვს ისეთივე დამანგრეველი ზემოქმედების ხარისხი, როგორც სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს, მოხდეს მისი კლასიფიცირება და მისი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება.facebook: კანაბიელი NGO For Cannabians
https://www.facebook.com/pages/კანა...3410838?fref=ts- - - - -
I
კვლავ ლექსს მოვუხმობ დარდების შემცვლელს
და მოგიყვებით მე ამ საღამოს
ამბავს რომლითაც მკითხველი შესძლებს
კარგი ცუდისგან რომ განასხვავოს
ერთხელ სიფხიზლე როცა მომბეზრდა
და არც იმედი მქონდა არაფრის
ამოსულიყო ვნახე ღობესთან
შემთხვევით კოხტა ბუჩქი კანაფის
ობლად იქ სადაც ყრიდნენ ნაგავს და
უბანში ჭუჭყის ბუდე მოაწყვეს
იდგა ამაყად და სულ არ გავდა
ერთი შეხედვით მაგარ მოსაწევს
თუმცა ფოთოლი მაინც ავგლიჯე
გზაზე სახლისკენ როცა ავრბოდი
საღამოზე კი გემო გავსინჯე
და სასწაულად რადგან დავბოლდი
თვალიც კი აღარ ამიხამხამდა
და ამოვიდა ვნახე რომ მთვარე
ანუ დავრწმუნდი მართლა დაღამდა
გამოვედი და ძირში მოვთხარე
ხოდა მას მერე კარგა ხანია
რადგან ღმერთია ჩემი შემწევი
თუმცა ოფლით არ მომიყვანია
მაინც მშვენიერ თრიაქს ვეწევი.
II
ქოთანში ერთხელ კანაფი დავრგი
მარცვალი ჩავრგე სულ ერთი ცალი
ვიცოდი თესლი რომ იყო კარგი
უნდა დამესხა ოღონდაც წყალი
ამონარევი ათასგვარ შხამით
ფხვიერი იყო მიწა და შავი
მეც თავს ვედექი დღითა და ღამით
მანაც სამ დღეში ამოყო თავი
განცდა რამდენი ვერავინ მოთვლის
ანდა რამდენი ნერვები ვტყანი
სანამ ამოყრა მოასწრო ფოთლის
და აიყარა ცოტათი ტანი
არ ვიტყუები ვიძახი მართალს
არ ვაცილებდი მზიან დღით სარკმელს
ვეფერებოდი თითოულ თავთავს
და არ ვაკლებდი ფოსფორს თუ ნაკელს
ბოლოს კი როცა ოცნება ახდა
და საახალწლოდ დამწიფდა კუსტი
მოვწიე მაგრად და გული დამწყდა
რადგან თრიაქი აღმოჩნდა სუსტი.
ასევე ხდება ამ ქვეყნად ხშირად
სანამ სულს ბედი სიბრძნით აგვივსებს
შემთხვევითობა კაცს აქცევს გმირად
კეთილშობილს კი აუვარგისებს.
© KK