ჩემი პირადი აზრით მერი ჯეინი კი არა, ყველა სახის ნარკოტიკი უნდა იყოს დეკრიმინალიზებული.
კონკრეტულად მარიხუანა კი სრულიად ლეგალიზებული.
ადამიანს თუ კაიფი უნდა, ის ისედაც იკაიფებს.
ოღონდ ბუნებრივი მცენარეზე გაცილებით უფრო საშიში და პერვერსული ნივთიერებებით.
შავი ბაზრების არსებობა კი აგდებს პროდუქტის ხარისხს, ზრდის ფასს და ქმნის პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ტრანსაქციულ დანახარჯებს.
მაგრამ რეალობაში, ამის განხორციელება არა მგონია შესაძლებელი იყოს რამდენიმე ფაქტორის გამო, რომელსაც მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებთან.
1. კონკურენტული ბიზნესები (ალკოჰოლის, ანტიდეპრესანტების და სხვა ნეიროსტიმულატორების იმპორტიორები, ზოგადად სამედიცინო ინდუსტრია)
2. იდეოლოგიურად სხვა პოლუსზე მყოფი ჯგუფები (ეკლესიები, კონსერვატორები და ეტს.)
3. სახელმწიფო, რომელიც უარეს შემთხვევაში თვითონ კურირებს ნარკოტიკების გავრცელებას და ამით დიდი კუშს ჭრის და უკეთეს შემთხვევაში, ჯარიმებით ავსებს ბიუჯეტს
რაღა შორს წავიდეთ,
ნიუ იორკ სიტი რომ ნიუ იორკ სიტია, იქაც შეიძლება ხელში ჩაუვარდე რომელიმე ცხოვრებაზე გამწარებულ პოლიციელს და ჯარიმასთან ერთად, ერთი ღამეც კაპეზე გახეხინოს. მხოლოდ მოხმარებისთვის ან ქუჩის დილერისგან შეძენისთვის.
თუმცა რა თქმა უნდა, ეს ერთეული შემთხვევებია.
მაგრამ როგორც ყველა ბებერი და ნახიპარი ნარკუშა - თქვენთან ვარ სხეულის ხუთივე კიდურით