Kote Kubaneishvili
დღეს 2013 წლია 20 აპრილს, მარჯანიშვილის მოედანზე, პირველად საქართველოს და თბილისის ისტორიაში, აღინიშნა მარიხუანას საერთაშორისო დღე, მართალია სულ რაღაც 20-ნი ვიყავით, მაგრამ შუა მოედანზე ფოლგიანი პლასტმასის ბოთლის ქანდაკება იდგა, და ყველას ინტერესს იწვევდა. მოვიდა პატრულიც, მაგრამ ძაან კეთილგანწყობილი და მეგობრული. მე პირადად თბილისში ეგეთი რამე ჯერ არ მინახავს. მოკლედ ძაან კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ. აქცია შედგა , თუნდაც ერთი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო, აშკარა წინსვლაა. თავისუფლებისკენ გზა, როგორც ვიცით პირველი ნაბიჯით იწყება. საქართველოს და ჩვენ თავს ვულოცავთ
ევროპული აზროვნებისკენ მის გადადგმას 4+1=5
მადლობა პატრულს:
ჩვენი ოცნება ახდა ნატრული
კარგად მოიქცა ჩვენი პატრული
და ასახელა მთავარსარდლობა
რისთვისაც ჩვენგან დიდი მადლობა
*
ჩვენ ვართ შვილები თავისუფლების
ნაცვლად წარსულზე უქმი წუხილის
არ გვეშინია შავი ღრუბლების
და მომავალი ჭექა ქუხილის
მოდით ერთმანეთს არ დაუმალოთ
ვთქვათ დღის წესრიგში საკითხი რომ დგას
ჩვენ ხომ კანაფით სულებს ვმკურნალობთ
და ვინარჩუნებთ საკუთარ მოდგმას
მას ეძახიან სულყველგან განჯას
და პოეტურად რა სათქმელია
და არც პროზაულს მოითხოვს განსჯას
რომ ეს სახელი საქართველოა
და რაც არ უნდა ჭაპანი ვწიოთ
სანამ ოცნებით სულში დათბება
ჩვენ უნდა კარგი კანაფი ვწიოთ
და არაფერი დაგვემართება
https://www.facebook.com/გ ი ლ ო ც ა ვ თ!