გეფიცები, მაგრა დავიგრუზე აქაურ პოსტებზე, პირს ვერ ვაკარებ ვერაფერს, მივადექი და კონიაკის 1,750-იან ბოთლს ძირის გაგდებას ვუპირებ.
ცოტ-ცოტა გავამზადე, ძირითადად ნანადირევი და ნათევზავები.
ბევრს არ ვაკეთებთ, ჯერ ერთი არ არიან აქ ქართველები, მეორეა და ამათთან, ერთ ბოთლს რომ 7 კაცი წრუპავს, მაგათთან ვერ გავჩერდები.
მესამეა და ოჯახობა არ ეკარება ნადავლს, მეოთხე კიდევ, არც მე ვარ დიდი მჭამელი, მაგრამ საახალწლოდ მაინც ვაკეთებ ხოლმე ასეთ სუფრას.
პირდაპირ გადმოვაკოპირებ, რაც დავწერე მონადირეთა საითზე, იქ მაინც ისე არ უჭირს ხალხს, ლაღად ვგრძნობ თავს, აქ კი დავითრგუნე.
"სუფრაზე დავდებ საჩვენოს, ტრადიციად ვაქციე.
შემორჩენილი მაქვს ნახევარი გარეული ინდაური, წაყვინთავს საცივში.
მწყერი მაქვს 6 ცალი, "დუხონკაში" შებრძანდებიან გნოლთან ერთად, აჯიკით შევაზავე, ეხლა მაცივარში ბუჟბუჟდებიან.
მეზობელმა მონადირემ მომიკითხა, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა.
ჰოდა, 8 ცალი გაყინული ბომბორა კალმახი ამოვუდე იღლიაში.
ცხენირემის "ახოტნიჩი" კალბასკებიც მოაყოლა.
ორაგულის ქვირითი მქონდა გაყინული, ვაქცევ საღამოსთვის ხიზილალად.
სათალი KING-ისგან გავაკეთე, რამოდენიმე ცისარტყელასაც შევბრაწავ.
შველის ნეკნები მაქვს და გაყინული ტყემალი კიდო, დავუშვებ ჩაქაფულსაც, ხვალ დილით გამომადგება ნაბახუსევზე.
ბურვაკის მწვადს ბუხარში შევწვავ, დავანთებ ალალ ცეცხლს.
გოზინაყი მომზადებულია მოტანილი კაკლისგან და საქართველოდან ჩამოტანილი თაფლით.
ხვალ ზუთხს და ჰალიბათს დავაწითლებ შამფურებზე.
ღვინო ოთხნაირი მაქვს, ესეც უფასოდ რათქმაუნდა.
/120ლტ დირბულა, 80ლტ თითა-რისლინგი, ეს ჩემი ხეივნიდან, ასევე ნათხოვი ვენახებიდან 200ლტ ადესა, 130ლტ ადესა და რუბი-რედ./
პურში დავხარჯე ფული და კონიაკში, ჰო, ბურვაკის ნეკნებში კიდევ, დანარჩენი ბუნებამ მაჩუქა.
მრავალს დაესწარით გენაცვათ."
This post has been edited by elchi on 1 Jan 2013, 16:06