პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს საფრანგეთის იმედი უფრო ჰქონდა, და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები,რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად.
რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ
1722 წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და განჯაში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. პეტრე I არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით 1723 წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა თბილისი,იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. 1724 წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1500 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო.რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.
ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო,ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან.თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ თეიმურაზ I, ერეკლე II და სოლომონ I ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ.სანკტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 1768 წელს როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო.ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო თურქეთისთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და, საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.
ქართლ-კახეთის სამეფოს დროშა (1762-1801) წ.წ.
1769 წელს ეკატერინე II გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა მესხეთის გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან თურქებს ქონდათ დაპყრობილი.
რუსეთის იმპერიის მცირე გერბი (XIX-XX) ს.ს.
1769 წლის სექტემბერში პირველი რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოში ჩამოვიდნენ. იმავე წლის ოქტომბერში ტოტლებენმა და სოლომონ I ალყა შემაორტყეს შორაპნის ციხეს, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად მოხსნა ალყა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. როდესაც ერეკლე II დარწმუნდა რომ ეკატერინე II მართლა აგზავნიდა თავის სამხედროებს საქართველოში, ისიც ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში და 1770 წელს ახალციხის საფაშოში შეიჭრა თავის ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ტოტლებენიც, თუმცა აქაც განმეორდა ის რაც შორაპნის ალყისას მოხდა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე გადამწყვეტი ბრძოლის წინ.ქართლ-კახეთის და ოსმალეთის არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ასპინძასთან 25 აპრილს სადაც ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ბრძოლის მოგების მიუხედავად ერეკლე II იძულებული გახდა საჩქაროდ უკან დაბრუნებულიყო რადგან ტოტლებენმა მის არყოფნაში ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ხოლო თავადებს ერეკლეს საწინააღმდეგოდ აქეზებდა.მეფის დაბრუნების შემდეგ ტოტლებენმა დატოვა ქართლ-კახეთი და კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონთან ერთად აიღო შორაპნის,ცუცხვათის და ბაღდათის ციხეები ამის შემდეგ მოკავშირეებმა ერთობლივი ძალებით შემოარტყეს ალყა ქუთაისს. ტოტლებენმა სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან გარნიზონი რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან, ამ ფაქტმა სოლომონს და ტოტლებენს შორის ურთიერთობა გაამწვავა, უთანხმოებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო მას შემდეგ რაც ტოტლებენმა ასევე სოლომონთან შეუთახმებლად ალყა შემოარტყა ფოთის ციხეს 1770 წლის 3 ოქტომბერს, რუსებმა ციხის აღება ვერ მოახერხეს და 1771 წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნეს. ტოტლებენს და სოლომონ I შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი ხოლო მის ნაცვლად სუხოტინი გამოეგზავნა.თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1771 წელს რუსეთის ხელისუფლებამ , 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი სამშობლოში გაიწვია.
ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები, რუსეთის სამხედრო კონტიგენტის საქართველოდან წასვლის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ იმპერატორისთვის მიცემული პირობის შესრულებას და ოსმალეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტიათ.1773 წელს სოლომონ I და ერეკლე II გაერთიანებული ძალებით გაილაშქრეს ახალციხის საფაშოში.ლაშქრობა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა ქართველებისთვის, მაგრამ სოლომონ I მოულოდნელად ავად გახდა რის გამოც მოკავშირეებს უკან დაბრუნება მოუწიათ.სულთანმა საპასუხოდ 1774 წელს იმერეთში 4 000 მეომრისგან შემდგარი არმია გამოგზავნა, რომელსაც სოლომონი უნდა დაემხო.1774 წლის 6 თებერვალს გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ჩხერთან,სადაც იმერეთის არმიამ ჩასაფრება მოუწყო თურქებს, ბრძოლა თურქების სრული განადგურებით დასრულდა.იმავე წელს რუსეთს და ოსმალეთს შორის ომი დასრულდა, საზავო ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო აგრეთვე იმერეთიც.ზავის მიხედვით რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უზენაესობას იმერეთის სამეფოზე და მთელ დასავლეთ საქართველოზე, ასევე უბრუნებდა ოსმალებს იმ ციხე-სიმაგრეებს რომლებიც რუსეთის და იმერეთის ლაშქრებმა ერთობლივად აიღეს(თუმცა თურქებმა ამ ციხეების დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან ისინი სოლომონ I ბრძანებით დაანგრიეს).სამაგიეროდ სტამბოლი ამიერიდან აღარ შეავიწროებდა ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე უარს ამბობდა ყოველგვარ ხარკზე.ეს მნიშვნელოვანი წარმატებები იმერეთის სამეფომ მოიპოვა პიველ რიგში იმერეთის მეფის სოლომონ I გამბედავი პოლიტიკის და ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირვის შედეგად.საზავო ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი მესხეთზე, რომლის გათავისუფლებისთვის ასე თავგანწირვით იბრძოდნენ როგორც იმერეთის ასევე ქართლ-კახეთის სამეფოები.შეიძლება ითქვას რომ რუსეთს 1770-ან წლებში საქართველოს სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაერი მონაწილეობა არ მიუღია, რამდენიმე ციხის ერთობლივად აღების გარდა,ხოლო ყველა გადამწყვეტ მომენტში(მაგ.ასპინძის ბრძოლა) უღალატა საქართველოს, რაც მთავარია საერთოდ არ დახმარებია საქართველოს მეფე-მთავრებს ძირითადი მიზნის მიღწევაში, მესხეთის გათავისუფლებაში.
* * *
http://ka.wikipedia.org/wiki/რუსე