მცირეოდენი ინფორმაცია სომხეთის ეკონომიკაზე და საგადასახადო სისტემაზე.
სომხეთის ეკონომიკის ბერკეტები,როგორც ყველგან,ისევე იქაც რამოდენიმე ოლიგარხის ხელშია.
ეს ოლიგარხები აუცილებლად პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან დაახლოებული პირები უნდა იყვნენ!
ანდა თუ კი ვინმე გარე ოლიგარხს სურვილი გააჩნია,შეუძლია თავისი ბიზნესი ან ბიზნესიდან დიდი წილი პრეზიდენტის ნათესაობას გადააბაროს.
არაა აუცილებელი ამ ბიზნესის,საქმის ცოდნა,მთავარია მშვიდობიანი გადაბარება..
მაგალითად პრეზიდენტის სიძე განაგებს მედია ჰოლდინგს არმენია ტელეარხის ჩათვლით.ტელევიზიასთან ისეაა ახლოს,როგორც არველაძე იმედთან იყო.
გამორჩეული ბიზნესმენები არიან ძმები კარენ და სამველ კარაპეტიანები.რამოდენიმე მილიარდის ქონების პატრონები არიან.ეს რუსეთში მოღვაწე ოლიგარხები არაფერს იშურებენ დედა-სამშობლოსთვის.ეწევიან ქველმოქმედებას,აშენებენ თანამედროვე კლინიკებს,დიდ სუპერმარკეტებს და სომხური ჯარისთვისაც ზრუნავენ.
პრეზიდენტთან გადასარევი ურთიეთობა აქვთ.იქ მასპინძლები მეუბნებოდნენ: ვარიანტი არაა,ბიძინა და ძმები კარაპეტიანები ერთმანეთს კარგად იცნობენო.....არაა გამორიცხული..
შემდეგ მოდიან ადგილობრივი ოლიგარხები.მათ სუყველას ჩვენი ბიძო ერთ ჯიბეში ჩაისმევს
სახელებით ყველა ვერ დავიმახსოვრე,დავიმახსოვრე სამი პიროვნება,მათი კლიჩკები-მეტსახელები მომეწონა..

სომხებს ძაან უყვართ კლიჩკების მინიჭება.
პირველი ეს არის დოდი-გაგო ( გაგიკ წარუკიანი პასპორტით ) დოდი სომხურად ნიშნავს დონდლოს,მოდებილოს.ხოდა ასეთი კლიჩკა მისცეს წარუკიანს,რომელიც ამავე დროს არის პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი.მან შეიფერა ეს მეტსახელი და ახლა ყველა შინაურულად დოდი-გაგოს ეძახის.
მისი ბიზნესის არეალი ვრცელია,პრიდუქტების შემოტანა,ქარხნები და ასევე კონიაკის ქარხანა.
დოდი-გაგომ ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარუდგა ხალხს და მერე მოხსნა თავისი კანდიდატურა სერჟის სასარგებლოდ.
მეორე ოლიგარხი,რომელიც დამამახსოვრდა,არის ნემეცი-რუბი,ასე ეძახიან,გვარი აღარ მახსოვს. ბავშვობაში ძაან უყვარდა ომობანას თამაში და მუდამ გერმანელის-ნემეცის როლი ხვდებოდა.აქედანაც წამოვიდა მისი კლიჩკა..ახლა პრეზიდენტთან როგორ დამოკიდებულებაშია,თქვენ გამოიცანით.
მესამის გვარიც არ მახსოვს,ლიფჩიკას თუ რაღაც მაგდაგვარს ეძახიან.ადრე ბნელ ხანაში ჩემოდნებით ლიფჩიკები ჩამოჰქონდა და დიდი წარმატებით ვაჭრობდა,თანდათან დიდი ფული იშოვა და ახლა პრეზიდენტის კალთას ამოფარებული ოლიგარხია.
საგადასახადო სისტემა,სომხების თქმით დრაკონულია...თუ რამე ბიზნესს აწარმოებ,თუნდაც მაკრო ბიზნესი იყოს,სახელმწიფოს სხვადასხვა გადასახადების სახით 53 % უნდა მისცე. 47 % შენ უნდა იმყოფინო და აქედანაც ხელფასები უნდა ხალხს დაურიგო..ამიტომაცაა, რომ ბევრი,პრეზიდენტთან არალოიალური თავის ბიზნეს ხურავს და გარბის რუსეთში,ბევრიც საქართველოში ჩამოდის,აქაური საგადასახადო სისტემა მათთვის ერთგვარი სამოთხეა..
ზემოთ აღნიშნული,კლიჩკიანი ოლიგარხები ამგვარი გადასახადების წნეხის ქვეშ არ არიან.ისინი პრეზიდენტის მითითებით თუ მინიშნებით სომხური ჯარის შესანახ ფულს იხდიან,ამიტომაც მათ არავინ ეხება,საგადასახადო სამსახურები ვიზიტებით არ აწუხებენ..მოკლედ მწვანეზე არიან..
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: დოდი-გაგო ჯარს აძლევს ფულს..ამავე დროს დოდო-გაგოს ქვეყანაში შემოაქვს შაქარი,ფქვილი და სხვა პრიდუქტები...ეს მისი მონოპოლია და ვერავინ ვერ შეეცილება,უცხო კონკურენტს არ გაახარებენ..ყველაფერში მონოპოლია და ყველაფერი განაწილებულია ოლიგარხებს შორის..სრული ჰარმონიაა!
ეს დოდი-გაგო ამ შემოტანილ შაქარს ყიდის თავდაცვის სამინისტროზე,რომლის შესანახად სხვა ოლიგარხებთან ერთად ობშიაკში ფულს დევს. თავდაცის სამინისტრო დოდი-გაგოსგან ყიდულობს შაქარს,ოღონდ არა საბითუმო ფასში..ფულების ნაწილი ისევ დოდი-გაგოს უბრუნდება,..
ეს შაქრის გასაღების სქემა მაგალითისთვის მოვიყვანე..ხომ მაგარი მექანიზმია?

ასე მოქმედებენ სხვა მორჩილი ბიზნესმენებიც,ურჩები გარბიან ქვეყნიდან
This post has been edited by tintoreto on 8 Jan 2013, 02:52
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი