2011 წელს 6-ჯერ მომიწია ერევანში წასვლა მანქანით.
საერთოდ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს უნდა დავცინოთ იმის გამო, რომ ჩამორჩენილია და სიდუხჭირე ახრჩობს, არც იმას ვიჯერებდი, რომ სომხეთში ისევ 90-იანებია და ა.შ. ჩავედი თუ არა დავრწმუნდი ამაში. ერთადერთი, რაც ერევანში მომეწონა, ეს იყო უმაღლესად მოვლილი პარკები და სკვერები.
წარმოიდგინეთ, დილის 7 საათზე გადადიხარ საზღვარზე. საბაჟო-გამშვები პუნქტი და საზღვარი არის საშინელება, აბსოლუტური დომხალი.
გაჩერებენ მესაზღვრეები. აჩვენებ საბუთს, რომელიც "ქვას ხეთქავს". აზრზე ვერ მოდიან. მერე შეჰყავხართ ცვლის უფროსის კაბინეტში... კაბინეტში რა. რაღაც ოთახია, ჭუჭყიანი და ჩამოხეული შპალიერით. შიგნით დგას ტელევიზორი და ჩაზნექილი დივანი, რომელსაც ნაჭერი გაშავებული და გადაგლესილი აქვს, მაგიდაზე პირსახოცი და საპონი დევს სასაპნეში, ცოტა მოშორებით გაზეთზე შოთის პურისა და ძეხვის ნარჩენები. მაგიდას მსუქანი და გაუპარსავი, თმაგაბურძგნული ტიპი უზის, რომელიც არაამქვეყნიურად გიბღვერს, იმის გამო, რომ დილის 7 საათზე შეწუხდა და გაღვიძება მოუწია. საბუთებში ესეც ვერ ერკვევა და კიდევ ზემდგომს ურეკავს. მოდის ზემდგომი და ირკვევა სიტუაციაც.
შემდგომი ნაბიჯია საბროკერო, სადაც დეკლარაციებს ბეჭდავენ. 3 ხის მაგიდა დგას, სკოლის მერხს რომ ჰგავს ისეთი, კომპიუტერებით და პრინტერებით. მაგიდებს სამი შუა ხნის მამაკაცი უზის და სამივე სიგარეტს ეწევა. რიგში დგები. ბოლოს გიბეჭდავენ დეკლარაციას, აძლევ ხუთ ლარს და ჩეკის მოთხოვნაზე გიბღვერენ ესენიც. გამოდიხარ საბროკეროდან და მიდიხარ სადაზღვევოში, სადაც სადაზღვევო აგენტი პოლისს გივსებს და ცდილობს ფული მოგიტეხოს.
ერთი ნერვების მოშლა აქ მთავრდება.
ვაგრძელებ გზას.
ტრასა საშინელია, პეიზაჟი თვალწარმტაცი.
გზად უამრავ საბჭოთა მანქანას ხედავ,
ნივა და ვაზ07 განსაკუთრებით ფასობს, თან მანქანაზე უფრო ძვირი დისკები უყენიათ და ყველას სომხეთის დროშა აქვს საქარე მინაზე მიკრული.
სახლები, ღობეები, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ნაგებობები ჩაჟანგული და ჩაჟამებულია, ხალხსაც ძალიან ღარიბულად აცვია.
გზად საგზაო მილიცია გვაჩერებს.
ახალი მანქანები ჰყავთ, თუმცა ფორმა და ქუდი ძველი.
გვეუბნება, რომ ვანაძორის ამ მონაკვეთზე დაშვებულია 50 კმ. საათით მოძრაობა,
აი ჩვენ რომ გვევლო 60-იათნ, ან თუნდაც 70-ით, თვალს დახუჭავდა, თუმცა რადარმა 72 კმ. საათი დააფიქსირა და ვერაფერი გვიშველის.
იწყებს 100 დოლარიდან. ამაზე მე გულყრა მემართება.
ვევაჭრები. ბოლოს მეუბნება - თუ საბუთი გინდა 80 დოლარი, თუ არადა 50 ლარიო.
ჯანდაბას საბუთი, ვაძლევ 50 ლარს და მივდივარ.
ახლა ვხვდები, რატომ ეძახიან ერევანს მუქ ქალაქს.
შავი, ყავისფერი, მუქი იისფერი ტუფის შენობებია ირგვლივ.
ტაქსების სიმრავლე.
და უამრავი საბჭოთა საქალაქო სატრანსპორტო საშუალება - პაზები, რაფები, უაზები.
გაზელებიც ბევრი ურევია და ეტყობა, რომ ეს უკანასკნელი ფუფუნებაა.
ქალაქის ცენტრი ნორმალურადაა გაკეთებული, გალამაზებული.
საცობებია.
ხმაური.
სიცოცხლე იგრძნობა.
სულ ერთი საათი ვრჩები ერევანში. თბილისში მომეჩქარება.
და გავდივარ იგივე გზას იგივე პრობლემებით: გაი მეორეჯერ მაჩერებს, დეკლარანტები ისევ მიბღვერენ, საზღვარზე რიგია და ვიღაც რუსი ჩხუბობს.
როგორც იქნა მირტყამენ შტამპს პასპორტში და გავდივარ. უკვე ღამის 11 საათია.
მთელი დღე სომხურ რეალობას შეჩვეული შევდივარ ქართულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში და შოკი მემართება - სუფთად მოწყობილი, თანამედროვე ტიპის შენობა, თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი, ფორმიანი და მომღიმარი თანამშრომლები. სულ 5 წუთი ვყოვნდები და თბილისისკენ ვაგრძელებ გზას.
This post has been edited by didou nana on 6 Jan 2013, 05:24
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს