ჭორნიუსი მოროშკინასგან

ახლა ცოტა წავიჭორაოთ. როგორც გავიგე, ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანს არჩევნებში მარცხის შემდეგ ცოლი გაშორდა.
- კი, ვიცი. თავის დროზე დავწერე კიდეც (წიგნში "უსექსობა პატარა ქალაქში"), თუ როგორ გახდნენ ყოფილი ვიზაჟისტები, სტილისტები და საუნის გოგონები მაღალჩინოსნების ცოლები, როგორ გაიკეთეს კარიერა, ლოგინში ჩახტომით როგორ მოირგეს "პირველი ლედობა", რას სჩადიოდნენ მოქმედი გუბერნატორები... ცხადია, ამ წიგნის შეტანა აკრძალული იყო ციხეებში, ისევე როგორც ჩემი მორიგი წიგნისა "გისოსებს მიღმა საქართველოა". ეს წიგნი პირდაპირ ასახავდა იმას, რაც ციხეებში ხდებოდა და გაიგივებული იყო სატანიზმთან. ახლა ძალიან ვამაყობ, რომ წინა რეჟიმმა აკრძალა ჩემი წიგნები. რასაც ვწერდი, იმის უკუპროცესები ახლა დაიწყო. მათ, ვინც გრძელი ფეხები მხოლოდ იმისთვის გამოიყენეს, რომ თბილად ეცხოვრათ, უკვე აღარ მოუნდათ პოლიტიკურად დისკრედიტირებული მეუღლეები. ასე რომ, ძალიან კარგი მასალა მაქვს შემდეგი წიგნისთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, მის დასაწერად დრო აღარ მექნება.
- ანუ გაქვთ მასალა, რატომ შორდებიან ცოლები პოლიტიკურად წარუმატებელ მეუღლეებს და როგორ აგრძელებენ კარიერას?
- კი ბატონო... შორდებიან პოლიტიკურად დისკრედიტირებულ მეუღლეებს და არც მალავენ, რომ ახლა ყოფილი ქმრები მათთვის მხოლოდ ტვირთია. იმაზე კი აღარაფერს ამბობენ, რომ ეს წლები ხაზინის ხარჯზე იცხოვრეს. ერთხელაც არ უკითხავთ, ვის აკლდებოდა ის ფული, რომელიც მათ გართობასა და გაუთავებელ კონცერტებზე იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, ბევრ რამეს მაინც ვამჩნევ და ვიგებ. ხომ იცით, თბილისი პატარაა და არაფერი იმალება. ჩემს თვალს არ გამოჰპარვია, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ახალგაცილებული ცოლი უკვე ფლირტაობს ახალი ხელისუფლების წევრებთან! ცდილობენ, ერთი ნავიდან მეორეში გადაბარგებას. როგორც ჩანს, ბევრი ახალი და საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით
http://www.kvirispalitra.ge/2011-03-31-07-...zh-farthiq.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.