SPLIYVIცვლილებებია საგადასახადოში.
======================
http://news.ge/ge/news/story/42052-salaro-...rima-shemtsirdaსალარო აპარატების წესის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციები შემცირდა 500-დან 200 ლარამდე და პირველi დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება.
აგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციის მიზნით, შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრირებას დღეიდან განაახლებს.
ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილბით, სალარო აპარატების მომსახურებისათვის გადამხდელები წინასწარ 60 ლარის გადახდის ნაცვლად, წელიწადში ორჯერ, 30 ლარს გადაიხდიან.
ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში დაწესებულია მკაცრი მონიტორინგი შესაბამისი სამსახურების ქმდედებებზე და გადასახადების გადამხდელების მიმართ უკანონო ქმედების განხორციელება გამორიცხულია.
"თუმცა ასეთის შემთხვევაში, ჩვენ მოვახდენთ ძალიან მყისიერ, სწრაფ რეაგირებას თითოეულ საჩივარზე, რომელიც შემოვა ჩვენს სამსახურში", - ამბობს მოისწრაფიშვლი.
მისი განცხადებით, 2012 წლის დეკემბრის ბიუჯეტი102 პროცენტით, გადაჭარბებით შესრულდა, რამაც 11,1 მილიონი ლარი, ჯამურად კი, 680,4 მილიონი ლარი შეადგინა.
"დეკემბრის თვის ბიუჯეტი შესრულდა მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების ხარჯზე შემოსული თანხებით. ერთჯერადი ჩარიცხვებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების უკანონო პრაქტიკა არ გამოგვიყენებია. რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს კომფორტული გარემო და მუშაობს სრული დატვირთვით", - აცხადებს მოისწრაფიშვილი.
საგადასახადო კოდექსში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა მიიღებს; მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა მთავრობის დადგენილების ნაცვლად, კანონით განისაზღვრა;
დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 50 ლარით;
სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი დაჯარიმდება ნაცვლად 1000 ლარია 500 ლარით;
საურავის ოდენობა 0,07 პროცენტიდან 0,06 პროცენტამდე შემცირდა;
საქონლის წარდგენის, დეკლარირების ვადა, ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარის 1500 ლარის ნაცვლად ჯარიმა განისაზღვრა1000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად - 50 ლარით;
კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან გათავუსფლების უფლება საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად, სასამართლოსაც მიენიჭა;
ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების გამო, კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმებისგან გათავისუფლების უფლების გამოყენება არ იზღუდება;
დადგინდა და დამატებით დაზუსტრა ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე;
საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება იწყება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ;
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზარდა და 3 წელი გახდა;
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად შესაძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა, იპოთეკით დატვირთვა;
2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვალა და გადასახადის წყაროსთან დაიბეგრა 2006 - 2007 წლის საგადასახადო პერიოდებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები, ხოლო რაც შეეხება 2008 - 2010 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, გადანაწილდა და ანაზღაურებულად ჩაითვალა 2013 - 2015 წლებში;
თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათვისუფლების ვადა 2014 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის იმპორტს 2013 წლის ივლისამდე გაუგრძელდა.